სიახლეები
პიროვნება

„სკოლა არის საინტერესო და ამაღელვებელი მოგზაურობა ცოდნის სამყაროში“ - აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია
31-03-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ჯალაღონიას ​ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ცხოვრებში განათლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას კაცობრიობა დიდი ხნის წინ მიხვდა. სკოლა კი ის ადგილია, სადაც ვიღებთ ახალ ცოდნას; ვხვდებით ახალ მეგობრებს, საინტერესო ადამიანებს; ვიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს. პირადად ჩემთვის სკოლა არის საინტერესო და ამაღელვებელი მოგზაურობა ცოდნის სამყაროში, თავისი საინტერესო პერსონაჟებით, სიუჟეტებით, პატარ-პატარა გამოწვევებით, რომელთა დაძლევა საბოლოო ჯამში, გარკვეულწილად განსაზღვრავს მომავალს. ამიტომ, სკოლას და სასკოლო გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდის ჩამოყალიბების პროცესში.

- ცოდნა გვანიჭებს...

- მიმაჩნია, რომ ცოდნა გვანიჭებს ძალას, ენერგიას, სტიმულს - ვაკეთოთ ბევრი კეთილი საქმე, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს. ცოდნის საშუალებით, ვპასუხობთ თანამედროვე გამოწვევებსა და ვაღწევთ წარმატებებს. 

- მომავალ თაობას სჭირდება...

- უდაოდ ნიჭიერი თაობა მოდის. დღევანდელ დღეს ახალგაზრდები უფრო თავისუფალნი და გახსნილები არიან. მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და იმ პირობის შექმნა, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება. განათლებული მომავალი თაობა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის სწრაფი განვითარების საწინდარია. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- როდესაც მოსწავლე ვიყავი, როგორც ყველა ბავშვი, ჩვეულებრივი მოზარდი ძალიან ბევრს ვოცნებობდი. მოგვიანებით, ალბათ, უფრო საშუალო საფეხურზე ეს ოცნებები დიდ მიზნებად ვაქციე და თითოეულის მისაღწევად პატარ-პატარა ადვილად დასაძლევი და ახლო მიზნები გამოვიგონე, რომლებმაც მასწავლეს დაბრკოლებების გადალახვა, მოთმენა, შემმატეს ძალა და ენერგია, მომცეს სტიმული, შემაყვარეს შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია, დამარწმუნეს, რომ თუკი ადამიანი გულით მოინდომებს და იშრომებს, აუცილებლად მიაღწევს მიზანს, რაც თავისთავად, ჩემს შემთხვევაში ოცნებების ახდენაა. არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიაზე. ალბათ, გარკვეულწილად ოჯახურმა ფაქტორმაც განაპირობა, რადგან დინასტიური პედაგოგების (მათ შორის სკოლის დირექტორების) შთამომავალი ვარ. მოსწავლეობისას, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში  ჩემი „მოსწავლეები“ თოჯინები იყვნენ. უნდა ვაღიარო, რომ მაშინ გაცილებით „მკაცრი“ მასწავლებელი ვიყავი, ვიდრე დღეს. გაკვეთილის ახსნისა და გადმოცემის ჩემეული მიდგომები მქონდა შემუშავებული. ასეა დღესაც - სწავლების პროცესში ვცდილობ, მოსწავლეებს ცოდნა გადავცე მრავალფეროვანი თანამედროვე აქტივობებითა და მეთოდებით, ჩემეული შტრიხებით, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, რაც მათ ცოდნის მიღებაში, აღქმაში, გააზრებაში დაეხმარება.

- დირექტორობა მეხმარება...

პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ  მიყვარს საქმე, რომელსაც გულწრფელად ვემსახურები. ვთვლი, რომ საქმეს, რომელიც გიყვარს, ბევრი დადებითი ემოცია, შთაბეჭდილება და მოტივაცია მოაქვს, რომელიც გეხმარება შეეჭიდო ერთი შეხედვით რთულ, მაგრამ მონდომების შედეგად ადვილად დასაძლევ ამა თუ იმ პრობლემას. ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო, თუმცა, მიყვარს სირთულეები და ამას არასოდეს შევუშინებივარ - მთავარია, მოინდომო. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- მუდმივად მახსოვს შემდეგი ცნობილი ფრაზები: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“; „არასოდეს თქვა, არასოდეს“ და „მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. ამიტომ, ყოველთვის ყველაფერს ვსწავლობ. ჩემს მეხსიერებაში დიდ ადგილს იკავებენ ის ადამიანები, ვინც ბავშვობიდან დღემდე - ყოველდღე თითო აგურს მაწვდიდა და მაწვდის დაუნანებლად და ბუნებრივია, მადლიერი ვარ მათი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მადლიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულება, რაც თითოეულ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს და ამის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს. ადამიანებს უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწვდენა, აღიარება, თანაგანცდა.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- წარმატებისთვის აუცილებელია მუდმივი სწავლა, თავდაუზოგავი შრომა, გამოწვევების მიღება, დროის ფასი, მოტივაცია და ოჯახის თანადგომა.  ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია, მიზანდასახულობასთან ერთად, მონდომება, შინაგანი მოწესრიგებულობა და შრომისმოყვარეობა. ვცდილობ, ვიყო საკუთარ თავში დარწმუნებული და პირველ რიგში, მჯეროდეს საკუთარი თავის. თუ გსურს გაცურო – წყალში აუცილებლად უნდა შეხვიდე, თორემ მდინარეს ვერასდროს ვერ გადაცურავ. ვცდილობ, ვისწავლო ყველაფერი, რაც თანამედროვე გამოწვევების გამკლავებაში დამეხმარება. პირველ რიგში, ვისწავლო საკუთარი თავისგან, საკუთარ და სხვის შეცდომებზე. არასოდეს მიმიტოვებია დაწყებული საქმე. მიუხედავად გზადაგზა შემხვედრი ბარიერებისა, ყოველთვის ჯიუტად მჯეროდა და მჯერა, რომ აუცილებლად შევძლებ! - აქ, ალბათ, მეხმარება ის თვისება, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და პარალელურად ცხადია, ოჯახის თანადგომა. სხვათა შორის, ჩემთვის ყოველთვის იყო და არის ერთი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი - დავანახო ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავიანთი შესაძლებლობები, დავეხმარო და ვუბიძგო მიზნისკენ, წარმატებისკენ. ეს კი მახარებს და მაბედნიერებს, რადგან მიმაჩნია, რომ ბევრი განათლებული, პროფესიონალი და წარმატებული ადამიანი უფრო მეტს შეძლებს იმ სფეროში (ზოგადად ყველგან), რომელსაც ვემსახურებით. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება