დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge -ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
31-03-2021
დაკოპირებულია
-
+
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - რუსუდან გერმანიშვილმა, ანანო ხარანაულმა, ნიკოლოზ ქიტესაშვილმა, გიგა ქისტაურმა, ქეთი ბაღიაშვილმა, თამარ ჭურჭელაურმა და ნინო გუშარაშვილმა izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.