სიახლეები
პიროვნება

„წარმატებისთვის აუცილებელია რწმენა, მონდომება, შემართება და ენერგია“- ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი
31-03-2021
-
+


რა არის სკოლა, რა სჭირდება მომავალ თაობას, როგორ იხსენებენ საკუთარ თავს მოსწავლის ამპლუაში და რაში ეხმარებათ დირექტორობა?  - ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე etaloni.ge-ს  ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ფუტკარაძე ბლიც-ინტერვიუში პასუხობს.

- სკოლა არის...

- სპეციფიკური სასწავლო დაწესებულება, რომელიც მოზარდებს აძლევს ზოგად განათლებას და გზას უკაფავს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნასა და დამკვიდრებაში.

- ცოდნა გვანიჭებს...

- უნარს, ჩვევებს, ობიექტურად განვჭვრიტოთ ჩვენი მომავალი, მოვიწყოთ პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება, დავძლიოთ პრობლემები და ნაკლებად დავუშვათ შეცდომები.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ცოდნა, განათლება, იმაზე უფრო გაცილებით მეტი, რასაც დღეს ვაძლევთ, რათა ღრმად ჩაწვდნენ უახლოესი მომავლის პრობლემათა არსს და არ გაუჭირდეთ მათი დაძლევა. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვფიქრობდი, რა გზა ამერჩია ცხოვრებაში, რით მემსახურა ხალხზე, მაშინ ავირჩიე პედაგოგობა და არც ვნანობ, ვხალისდები როცა შრომას შედეგი მოაქვს.

- დირექტორობა მეხმარება...

- ჩემი შესაძლებლობებისა და რესურსების გამოვლენაში, რომლებიც მიმართულია მოზარდების გვერდში დგომისა, დახმარებისა და სამომავლო გზების განსაზღვრაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ ვიყო ყოველთვის ობიექტური, საქმიანობა შედეგზე გამსვლელი, მაქსიმალურად გამოვიყენო დრო, არ გამიჩნდეს სინანულის გრძნობა.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- რწმენა გამარჯვების, მონდომება, შემართება, ენერგია და რა თქმა უნდა, მიზანმიმართული მოქმედება და შრომა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება