TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

გორისციხის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს პლაკატები და კედლის გაზეთი მიუძღვნეს
31-03-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა პლაკატები და კედლის გაზეთი შექმნეს.

მათ ასევე ჭრელი წინდებით გადაიღეს ფოტოები და ამით პატივისცემა და სოლიდარობა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირების მიმართ.

კვირეულის ორგანიზატორმა, გულიკო ელოშვილმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა სკოლიდან უნდა დავიწყოთ. ამიტომ, გორისციხის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, მუდმივად მართავს სხვადასხვა სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრებს.

დღეს, ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები, საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მათ განვითარებისთვის მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდებათ“, - განაცხადა გულიკო ელოშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება