მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება 5 აპრილიდან 55 წლის ზემოთ მყოფ პირებსაც შეეძლებათ - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ასევე შეეძლებათ დიალიზზე მყოფი პაციენტებს და ორგანოგადანერგილი ადამიანებსაც. ე.წ. დანაკარგი დოზებით კი პოლიციის და ჯარის წარმომადგენლები აიცრებიან, ისინი „სათადარიგო სიაში“ იქნებიან.
იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირთა ასაკმა დაიწია, ვაქცინის გაკეთება კიდევ უფრო მეტ პედაგოგს შეეძლება. ეს ციფრებში კი ასე გამოიყურება: საჯარო და კერძო სკოლებში 55 წლის ზემოთ 17 ათასზე მეტი პედაგოგი მუშაობს. გამოდის, რომ აცრაზე არჩევანის გაკეთება პირველ რიგში, ამ რაოდენობის მასწავლებელს შეეძლება. ამასთან ვაქცინაცია მეორე და მესამე ფაზაში ბაღებისა და სკოლის მასწავლებლებსაც შეეხებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული ჯგუფების ამოქმედების შემდეგ, აცრა სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს შეეხება.
აქვე განგიმარტავთ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია გაიკეთებთ თუ არა აცრას და რომელი კომპანიის ვაქცინას მიანიჭებთ უპირატესობას. ამ დროისთვის ქვეყანაში ორი ფირმის ვაქცინაა შემოტანილი - „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“.
იხილეთ ასევე: პედაგოგები, რომლებსაც კოვიდზე აცრა არ მოუწევთ - ვის არ შეეხება ვაქცინაცია?
პედაგოგთა რომელი კატეგორია აიცრება პირველ რიგში? - მასწავლებლების ვაქცინაციის შესახებ ამირან გამყრელიძის განმარტება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება