სიახლეები
სკოლები

მუხურის საჯარო სკოლის „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ განიხილეს
01-04-2021
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის „მკითხველთა კლუბმა“ რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა.

სკოლის ინფორმაციით, კლუბის წევრებმა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ განიხილეს.

„შეხვედრას მოდერატორობას მარიამ კორტი და ანი აბესაძე უწევდნენ.

განხილვაზე მრავალფეროვანი აქტივობები იყო გამოყენებული, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა შეხვედრას და ამასთანავე, საშუალებას აძლევდა ბავშვებს, არგუმენტებით გაემყარებინათ მოსაზრებები.

დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. კმაყოფილი დარჩნენ როგორც კლუბის მონაწილეები, ასევე დამსწრე საზოგადოება. ძალიან გვიხარია, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული კლუბის შეხვედრებში.

კლუბის მიზანია: მოსწავლეებში წიგნის კითხვის სურვილის გაზრდა; აზრთა გაზიარების, განსხვავებული აზრის მიღებისა და მოსმენის უნარების განვითარების ხელშეწყობა; არგუმენტირებული მსჯელობა.

განსაკუთრებით დიდი მადლობა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ქეთი ჟორჟოლიანს, რომელიც ამ პროექტის ინიციატორია და დიდი წვრილი შეაქვს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება