სიახლეები
სკოლები

„შოკოლადის ფილის განაწილება“-წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის ღია გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალება წარადგინეს
01-04-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებების განხორციელების ეტაპები წარმატებით მიმდინარეობს.

სკოლის ინფორმაციით, Vკლასში მათემატიკის მასწავლებელმა, მანანა წულაიამ ღია გაკვეთილი, თემაზე „წილადი“ ჩაატარა.

„გაკვეთილი წარმოადგენდა ერთ–ერთი კომპლექსური დავალების – „შოკოლადის ფილის განაწილება" წარდგენას. გაკვეთილი იყო ინტერაქტიური, კონსტრუქტივისტული სწავლებით და საინტერესო პრაქტიკული სავარჯიშოებით გაჯერებული.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა აქტივობა წარიმართა ეპიდსიტუაციის რეგულაციების მკაცრი დაცვით, მასწავლებელმა ძალიან კარგად შეძლო დროის გონივრული განაწილებითა და საინტერესო აქტივობებით გაკვეთილის მიზნის მიღწევა.

გაკვეთილი იყო ნაყოფიერი, შემოქმედებითი და წარმატებული, რაც ნათლად გამოჩნდა ყოველი აქტივობის შემდეგ მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის მიცემულ ეფექტურ უკუკავშირებსა და გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეთა თვითშეფასებებში.  

მოსწავლეებს მოეწონათ ისიც, რომ ეს კომპლექსური დავალება უკავშირდება ყოფით ცხოვრებას და ისინი უფრო ადვილად, ინტერესითა და ხალისით შეასრულებენ მას, რაც მართლაც სასიამოვნოა, რამეთუ მოსწავლეთა მოტივაცია მაღალია, ისინი სასწავლო მასალას სიღრმისეულად გაიაზრებენ და ამაღლდება მათი ცოდნის დონე.

როგორც ვიცით, კომპლექსური დავალების გავლენა მოსწავლეზე ძალიან დიდია. კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპები პირდაპირ კავშირშია ამ დავალებებთან, რამეთუ ბავშვი, როდესაც კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს, აქტიურია, ანუ თვითონ არის ჩართული შემოქმედებით პროცესებში, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ცოდნა მიიღოს.

ყოველივე ეს კი ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის მისიის წარმატებით განხორციელებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება