სიახლეები
სკოლები

„გახდი ჩვენი სკოლის მოსწავლე“ - თბილისის N49 სკოლა მოსწავლეებს მზრუნველ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოს სთავაზობს
01-04-2021
-
+


„გახდი ჩვენი სკოლის მოსწავლე“ - თბილისის N49 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს მზრუნველ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. დირექცია მუდმივად ზრუნავს აღსაზრდელებისთვის იდეალური გარემოს შექმნაზე და მათ წარმატებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე.

„სკოლა ურთიერთობათა კულტურაა, სადაც უამრავი კეთილი საქმე კეთდება, მაგრამ მთავარი და უპირველესი მაინც მოსწავლე - ახალგაზრდობის სწორი, ჭეშმარიტი და პატრიოტული გზით აღზრდაა. ბუნებრივია, რომ სასკოლო ასაკის დადგომასთან ერთად მშობლები იწყებენ იმაზე ფიქრს, რომელ სკოლაში ჯობია წაიყვანოს ბავშვი კარგი განათლების მისაღებად. აქ მნიშვნელოვანი როლი სკოლას და მის საზოგადოებას აკისრია, რომელიც იწყებს მზადებას იმისთვის, რომ  თითოეული ბავშვი მზრუნველ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოში მოხვდეს.

გახდი ჩვენი სკოლის მოსწავლე, ნიშნავს რომ აქ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეა და ყველაფერი კეთდება მოსწავლის, როგორც პიროვნების ინტელექტუალური განვითარებისთვის, ასევე მის ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ უნარებზე.

49-ე  საჯარო სკოლის ულამაზესი შენობის ფასადს მიღმა, აქ დაგხვდებათ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული პედაგოგიური კოლექტივი მისი ენერგიული და  გულისხმიერი, სკოლის განვითარებაზე მუდმივად მოფიქრალი დირექტორის ქალბატონ ეკატერინე ცაავას სახით.

სკოლა აქ მოსულ მოსწავლეებს სთავაზობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამას, უსაფრთხო გარემოს. ჩვენ ასევე გთავაზობთ მუდმივ ზრუნვას მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე, უწყვეტ კომუნიკაციას მოსწავლის მშობელთან ან მეურვესთან და ყველანაირად ვუწყობთ ხელს, რომ მომავალში ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებული იყოს წარმატებული, მოქალაქეობრივად აზროვნებდეს, ჰქონდეს სწორი ღირებულებები და ჩამოყალიბდეს კარგ ადამიანად, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო მშობლისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაც“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

წინასააღდგომოდ, მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთად შეაგროვეს საჭირო პროდუქტები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება