სიახლეები
პიროვნება

„ცოდნა გვანიჭებს ძალას“ - წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორის, ნონა მებონიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის. . .

- ცოდნის ტაძარი.

- ცოდნა გვანიჭებს. . .

- ძალას.

- მომავალ თაობას სჭირდება. . .

- ადამიანის უფლებების ცოდნასთან ერთად რელიგიური განათლება იმისათვის, რომ აგრესიამ არ იმძლავროს ადამიანებზე.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .

- ჩემი ოცნება იყო გამომძიებელი გავმხდარიყავი, თუმცა ახლობლების რჩევას დავემორჩილე და ისტორიულზე ჩავაბარე. მერე დიდხანს გული მწყდებოდა, რომ ჩემი ოცნება განზე დამრჩა. ამჟამად კი ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ის უნარები არ გამაჩნდა, რაც გამომძიებელს ესაჭიროებოდა, მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ხედავდნენ ჩემი ახლობლები. ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ, მართალია თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლობლების რჩევაც გაითვალისწინეთ, მათ თქვენზე მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნიათ.

- დირექტორობა მეხმარება. . .

- შევქმნა თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, სადაც აღიარებული და წახალისებულია თითოეული თანამშრომელი, თუ მოსწავლე, ზუსტად ისე, როგორც ოჯახში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- რომ ყველაფერი დროებითია და არ ღირს თანამდებობის ისე გამოყენება, რომ მერე შეგრცხვეს შენი ქმედების.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . .

- თანამშრომლის აღიარება და დაფასება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება