TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა“ - ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულო სულამანიძე
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge თერჯოლის მუნციპალიტეტის ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორის გულო სულამანიძის ბლიც- ინტერვიუს გთავაზობთ: 

- სკოლა არის...

- ტაძარი სადაც სულ უნდა ენთოს სანთელი. მისი სინათლე თაობიდან თაობას გადაეცემა. რაც მეტ სინათლეს გასცემ, მით მეტად ხარ ძლიერი. ადამიანი ამ სანთლის ნათელით განიზომება. გურამ დოჩანაშვილს დავესესხები: „ადამიანი ადამიანისთვის დღეა’’. დღე უნდა იყო: ანათებდე, გასცემდე, შრომობდე, მოძრაობდე, სწავლობდე, ეხმარებოდე, ასწავლიდე, მოძრაობდე, ლოცულობდე, გიყვარდეს,აკეთებდე, ფიქრობდე, შეცდომას უშვებდე, ენდობოდე...

- ცოდნა გვანიჭებს...

- ცოდნა გვანიჭებს თავისუფლებას! ეს არის დაუწერელი კანონი.

- მომავალ თაობას სჭირდება....

- მომავალ თაობას სჭირდება გამოცდილება, რომელიც ისევ და ისევ ცოდნაზე იქნება დაფუძნებული.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ძალიან მიყვარდა სწავლა. იქნებ, ეს შაბლონურიც იყოს, მაგრამ სიმართლეა. მიყვარდა სიახლეები და მერე მათი გაზიარება. ვკითხულობდი ძალიან ბევრს და ზუსტად ვიცი, რომ ცოდნა წიგნიდან გადმოდის.

- დირექტორობა მეხმარება...

- გარემო გავხადო უკეთესი. ორმაგი პასუხისმგებლობით ვიწყებ ახალ დღეს, ვარ ლიდერი, რომელიც აჩვენებს გზას და ამ გზაზე გუნდთან ერთად თამამად მიაბიჯებს.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ არ არსებობს გაუკეთებელი საქმე! ზოგჯერ შეცდომას უშვებ,დროს კარგავ მის გამოსწორებაზე, მაგრამ მთავარია, ადამიანთან არ დაკარგო ნდობა. სხვა ყველაფერი გამოსწორებადია. არ შეიძლება უღალატო მას, ვისაც მთელი არსებით სჯერა შენი.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- ცოდნა, შრომა და მონდომება. თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა - ჩემი ცხოვრების დევიზი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება