მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლა,როდესაც 2021-2022 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ინა მეცხვარიშვილი მოკლედ გვიამბობს სკოლის ისტორიას და იმაზე საუბრობს, რატომაა ერთ-ერთი მოთხოვნადი, ზურაბ იარაჯულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლა.
თბილისის N106 საჯარო სკოლას თავისი ისტორია გააჩნია, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში. ბოლო შვიდი წელია, რაც სკოლა უწყვეტ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობის ხანას გადის. სწორედ ამ დროიდან დაიწყო სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის ზრდა, ბოლო 5 წელია, რაც სკოლა 7 პარალელურ პირველ კლასს ხსნის. მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელსაც ქმნის მაღალკვალიფიციური პედაგოგთა გუნდი სკოლის ხელმძღვანელთან ერთად, მშობელთა ნდობას იმსახურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლა, თავის რეგიონში, ძალიან მოთხოვნადი გახდა და სახელი გაითქვა ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით, როგორიცაა:
უსაფრთხო სკოლის სტატუსი, რომელსაც ცხადყოფს სკოლის მანდატურის სამსახურის შეფასებები.
სკოლის პროფესიონალი და გამორჩეული კადრები. სკოლაში ამ კუთხით, მართლაც მისაბაძი მდგომარეობაა. პედაგოგებს შორის მაღალი კოლეგიალობაა, ეს კი ნიშნავს, რომ მუდმივი მზადყოფნაა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების უანგარო გაზიარებისთვის. სკოლის ბაზაზე ასეთი სახის კოლეგიალობაა წინაპირობა სკოლის კადრების პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა, მთლიანობაში, ეს ყველაფერი აისახება სკოლის პრესტიჟსა და მის შემდგომ განვითრებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანის, მათ შორის ადმინისტრაციისა და ხელმძღვანელის ერთმანეთისადმი კოლეგიალური დამოკიდებულება პოზიტიური მაგალითია მათი აღსაზრდელებისა და მშობლებისთვის. სწორედ ასეთი წარმატებული შიდა მუშაობის ნაყოფიერი შედეგია ყოველწლიურად პირველკლასელთა მრავალრიცხოვანი ნაკადის შემოდინება სკოლაში და აქედან გამომდინარე ახალი, უძლიერესი კადრების მიღება, მოსწავლეების წარმატებები სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში, რომელთა შორისაც აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება, სადაც ჩვენი სკოლის 11 მოსწავლემ დიდ წარმატებას მიაღწია.
2019-2020 სასწავლო წელს სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა თორმეტმა მე-12 კლასელმა, რომელთა სახელობის ვარსკლავი გაიხსნა სკოლის ეზოში. აღსანიშნავია სკოლაში განხორციელებული და ტრადიციად ქცეული მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობები, მათ შორისაა სკოლის ხელმძღვანელის ინიციატივით წამოწყებული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ყველა წარჩინებულ მე-12 კლასელს სკოლა თავისი სახელობის ვარსკვლავს უხსნის სკოლის ეზოში.
სკოლის ერთობლივი მონდომებით, გამორჩეული წარმატებები აქვს სკოლას საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ში. ამჟამად სკოლის 24 კლასს „სუპერ კლასის“ ტიტული აქვს მოპოვებული. სკოლამ კი „სუპერ სკოლის“ ტიტული მოიპოვა.
სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანი ერთობლივი ძალებით და მონდომებით მუდმივად ზრუნავს სწავლის ხარისხის ამაღლებაზე. აღსანიშნავია სკოლის ადმინისტრაციის და უშუალოდ, ხელმძღვანელის დიდი როლი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ წარმატებაში. ხელმძღვანელი, რომელიც მუდმივად იმის ფიქრსა და მოქმედებაშია, თუ როგორ შეუწყოს ხელი და მიეხმაროს საკუთარ სკოლას წინსვლაში. 2013 წლიდან, არ გავა ერთი სასწავლო წელი ისე, რომ მან თავის მოსწავლეებსა და პედაგოგებს არ დაახვედროს წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული სასკოლო გარემო, სკოლის ხარჯებით იხვეწება და ვითარდება სკოლის ინფრასტრუქტურა.
ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებისთანავე, სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობა დაუყოვნებლივ ივსება. ამ სასწავლო წელსაც სკოლა, ტრადიციულად, 7 პირველ კლასს ელოდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ