სიახლეები
სკოლები

„ტყე გავუშენოთ შვილებსა... ჩვენი ვალია“ - დისველის საჯარო სკოლა საინტერესო პროექტს ახორციელებს
01-04-2021
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტი​ს სოფელ დისველის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება.

სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის ინფორმაციით, პროექტის სლოგანია „ტყე გავუშენოთ შვილებსა... ჩვენი ვალია“.

პროექტი, რომელსაც ამავე სკოლის მასწავლებელი მედეა ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.

„ასლან შაინიძის სახელობის სოფელი დისველის საჯარო სკოლა, თავის დაარსების დღიდან, წარმატებით იყო ჩაბმული, როგორც შიდა საგანმანათლებლო აქტივობებში, ასევე ბუნების  მოვლა-განვითარების, ორგანიზების სრულყოფაში. ჩვენი სკოლის გარემო ყოველთვის სუნთქავდა ახალგაზრდული, ნოვატორული იდეების  არეალში.  შიდა და საგარეო აღზევების, გამოცოცხლებული-განახლებული, იდეების  წარმოშობაში. დღევანდელი ჩვენი წერილი კი, ეძღვნება ახალი საერო-საზოგადოებრივი საქმის, ადმიანური მზრუნველობით, მოპყრობასა და განვითარებას. დისველის საჯარო სკოლის ლოზუნგი -  „ტყე  გავუშენოთ შვილებსა... ჩვენი ვალია“ დისველის საჯარო სკოლის შეუდრეკელი მრწამსია, რომელიც ითვალისწინებს, ყოფითი ცხოვრების ნიუანსების გათვალისწინებასა და ადაპტირებას, გარემოებით ასპექტში.

 პროექტი, რომლის ფარგლებშიც  მოიაზრება სხვადასხვა წამახალისებელი და  სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი აქტივობების  განვითარება, დისველის როგორც პედაგოგებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლოა.

გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრება - ამ საერთო საქმის მისიონერები გახლავთ დისველის საჯაროს სკოლის პედაგოგები, რომელთა ხელმძღვანელობით, მოხდება სხვადასხვა აქტივობის სრულყოფა. მაგალითად: გარემოს გამწვანება-განაშენიანება, გეოგრაფიული თვალთახედვით ინტეგრირებული-კომპლექსური გაკვეთილის სრულყოფა, ასვე ინტეგრირებული ისტორიული-ლიტერატურული-გეოგრაფიული ტურის მოწყობა, რაც ითვალისწინებს ორი ქალაქის, ამავე პროექტში აქტიურად გაწევრიანებული თბილისის N129 საჯარო სკოლის, აღსაზრდელების თანაშრომლობითი მეგობრობის დანერგვას. პროქტის ორგანიზატორი გახლავთ ამავე სკოლის პედაგოგი მედეა ჯაფარიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც მრავალ პროექტს ჩაჰყრია საფუძვლიანი საძირკველი. ვუსურვებ დისველის საჯაროს სკოლას წარმატებასა და წინსვლას“, - ნათქვამია ნინო დოხტურიშვილის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება