სიახლეები
პიროვნება

„თანამედროვე ეპოქაში იყო საჯარო სკოლის დირექტორი, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა“-მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორის, მაკა დეკანოიძის ​​ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს; ეს არის ადგილი, სადაც ყალიბდება და იქმნება ქვეყნის მომავალი; სადაც სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობას ვსწავლობთ. პირადად ჩემთვის სკოლა სალოცავია, ჩემი სახლია, სადაც მიმიხარია და სადაც სიხარულით მელოდებიან.

- ცოდნა გვანიჭებს...

- ბავშვი, რომელიც განათლების გარეშე დარჩება, მას არ ექნება თვითგანვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. კარლ როჯერსი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის ადამიანია განათლებული, რომელმაც „ისწავლა თუ როგორ უნდა ისწავლოს“; რომელმაც შეიძინა ადაპტირებისა და საკუთარი თავის შეცვლის უნარი; რომელმაც გააცნობიერა, რომ არანაირი ცოდნა არ არის ურყევი და უცვლელი და მხოლოდ ცოდნის ძიების პროცესი გვაძლევს სიმყარის საფუძველს. 

- მომავალ თაობას სჭირდება...

- პირველ რიგში, აუცილებელია, სჯეროდეთ საკუთარი თავის. ცხოვრებას უამრავი ლაბირინთი აქვს და არ შეეშინდეთ მიხვეულ-მოხვეული გზების, სწორად განსაზღვრონ მიზნები და დასახონ გზები, რომელიც ამ მიზნამდე მიიყვანს.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- კარგი მოსწავლე ვიყავი, წარჩინებული, თუმცა ბავშვური ოხუნჯობები მეც მქონდა. მოსწავლეობიდან და ჩემი ოჯახიდან (პედაგოგის ოჯახში გავიზარდე) მომყვება სკოლის სიყვარული და ვფიქრობ, ერთი წუთით რომ ისევ მოსწავლე ვიყო, ალბათ, ისევ სანიმუშო და საუკეთესო ვიქნებოდი.

- დირექტორობა მეხმარება...

- თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში იყო საჯარო სკოლის დირექტორი, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთანავე, საუკეთესო შესაძლებლობა, გახდე საგანმანათლებლო ლიდერი. საგანმანათლებლო ლიდერი აღარ არის მხოლოდ მენეჯერი, იგი სკოლაში მიმდინარე პროცესების სათავეში მყოფი ფიგურაა. შესაბამისად, საგანმანათლებლო ლიდერზე პირდაპირ არის დამოკიდებული სკოლის წარმატება. საგანმანათლებლო ლიდერმა უნდა შეძლოს: დაეხმაროს მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაში; შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 21-ე საუკუნის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებით, შექმნას სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოსწავლისთვის; ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოების ეფექტურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- ისე მოიქეცი სხვებთან მიმართებაში, როგორც შენ გინდა. მე არასდროს ვიღლები ამ პოზიტიური ხერხით, რომ შევხედო ჩემს ურთიერთქმედებას. იქნება ეს ჩემი ოჯახი თუ თანამშრომლები, მათ ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებ. საქმე არ ეხება იმას, თუ რისი მიღება შეგიძლიათ სხვებისგან, არამედ იმას, რასაც მათ მისცემთ და ბოლოს, ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, რომ თუ დავნებდები, უკეთესად ვერასდროს ვიქნები.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- წარმატების მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყო პროფესიონალი; გქონდეთ საუკეთესო პიროვნული თვისებები; შეაფასოთ და გააანალიზოთ ყოველი დღის ბოლოს, რა გაკეთდა კარგად და სად იქნა დაშვებული შეცდომები  და რაც მთავარია, გქონდეთ რწმენა, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ყველაფერი გამოგივათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება