სიახლეები
პიროვნება

„საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, რომ ვიყო ახლოს სასკოლო საზოგადოებასთან“- ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა ხვედელიძის ​ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის ის...

- ადგილი, სადაც მოსწავლეებს ვასწავლით არა მხოლოდ საგნებს, არამედ ვამზადებთ მომავალი ცხოვრებისთვის. სკოლა უწევს დახმარებას მათ, რომ შეიძინონ ისეთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ა.შ.

- ცოდნა გვანიჭებს...

- პროფესიის ღრმა თეორიულ-ტექნიკურ ცოდნას და ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ სკოლაში ეფექტურად. ამასთანავე, მუდმივად უნდა გავდიოდეთ პროფესიული განვითარების სასწავლო პროცესს, რომ 21-ე საუკუნის სიახლეებს დავეუფლოთ ეფექტურად და ეფექტურადვე შევძლოთ მისი განხორციელება და გამოყენება სასწავლო პროცესში.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ისეთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღება, რომელიც დაფუძნებული იქნება არა მხოლოდ 10 ქულის მიღებაზე, არამედ მომავალმა თაობამ შეძლოს, სკოლაში მიღებული ცოდნით რამეს შექმნა და ამ ცოდნის გამოყენება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვცდილობდი მესწავლა კარგად და მიმეღო მაღალი შეფასება „5“. ორიენტირებული ვიყავი მხოლოდ ნიშანზე.

- დირექტორობა მეხმარება...

- იმაში, რომ შევძლო ჩემი სკოლის პრობლემების დანახვა და მყისიერად მივიღო ზომები პრობლემის გადაჭრაში. დირექტორობა მეხმარება ასევე იმაში, რომ აქტიურად ვიყო ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში. ამასთანავე, აქტიურად მოვახდინო მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ მეტად ვითანამშრომლო და ვიყო ახლოს სასკოლო საზოგადოებასთან; მუდამ ვახდენდე თვითშეფასებასა და თვითგანვითარებას.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- რომ მუდმივად მოვახდინოთ პირადი პრაქტიკული-თეორიული ცოდნის განვითარება, ამაღლება, ასევე სწორად და ეფექტურად მოვახდინოთ დღეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმართულებების წარმატებით დანერგვა, განხორციელება. წარმატებისთვის, საჭიროა, სკოლის ისეთი ძლიერი საშუალო რგოლის მენეჯმენტის შექმნა, რომელიც მოიაზრება სკოლისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საქმიანობის განსახორციელებლად.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება