სიახლეები
ეტალონი

„ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის შემდეგ მოსწავლეები უფრო დამოუკიდებლები გახდნენ“ - „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ჯიქია
22-11-2017
-
+


მარტვილის სკოლებში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან ერთად იყვნენ ჩართულები.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა:

„ეტალონი“ ყველაზე საჭირო და უმნიშვნელოვანესი ქართული, ეროვნული პროექტია, რომელიც მოსწავლის ცოდნის ამაღლებაზეა ორიენტირებული. ეს ინტელექტ-შეჯიბრი უკვე ერის კუთვნილება გახდა. ყველა სკოლა იყო შესარჩევ ტურში ჩართული. მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს. ჩვენ დიდი ხანია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. ყველა მონაწილეს ვულოცავ და მომავალში წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ თავის სიტყვას იტყვის ფინალურ ღონისძიებაზე.“

ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი რომანოზ ქიქავა:

„ძალიან იაქტიურეს მოსწავლეებმა. კითხვები საშუალო სირთულის იყო. ძალიან დადებითად შეაფასეს შესარჩევი ტური ჩვენს სკოლაში. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის შემდეგ გაიზარდა მოსწავლეების მოტივაცია. იმედი აქვთ, რომ მომავალშიც აუცილებლად ჩატარდება „ეტალონი“. ნაგვაზაოს სკოლის მოსწავლეები კვლავ სიამოვნებით ჩაერთვებიან ამ შესანიშნავ პროექტში. ახლა მომავალ ღონისძიებას მოუთმელად ველოდებით. ამ პროექტით მოსწავლეებს თავიანთი შრომა ნამდვილად უფასდებათ.“

ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ჯიქია:

„მარტვილში მცირეკონკტინგენტიანი სკოლებია. მოსწავლეებმა საკმაოდ იაქტიურეს. ისინი კმაყოფილები არიან თავიანთი შედეგებით. „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ მოსწავლეები უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, უფრო მეტს მეცადინეობენ. იციან, რომ მხოლოდ თავიანთი თავისა და ცოდნის იმედი უნდა ჰქონდეთ. “  

იხილეთ ფოტოები    


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება