TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„სკოლას დიდი როლი აკისრია“ - ლელა სიდამონიძე, თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი
02-04-2021
-
+


რა არის სკოლა, რას გვანიჭებს ცოდნა, რა სჭირდებათ მომავალ თაობებს, რა არის წარმატებისთვის აუცილებელი - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორის - ლელა სიდამონიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის . . .

- ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პლაცდარმი, სადაც  მოზარდი გონებისა და სხეულის განვითარებასთან ერთად დგება იდენტობის აგების  საკითხის პირისპირ, ამიტომ  სკოლას დიდი როლი აკისრია.  

- ცოდნა გვანიჭებს...

- თავისუფლებას, გარკვეულწილად კეთილდღეობას, იმავდროულად დარდსა და პასუხისმგებლობას.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- განათლება, რომელიც ყველა დროში სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტად უნდა იყოს დასახული.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .

- თავის შეცნობის განსხვავებულ გზებს ვეძებდი და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

- დირექტორობა მეხმარება. . .

- ყოველთვის ვიყო უპირატესობების ძიებაში. ადამიანებს გავუმართლო გარკვეული მოლოდინები.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- ,,გააათმაგე მცდელობა სიყვარულის და ძმობისა, სიკეთე თესე, უარჰყავ მდომი ნგრევის და ომისა...“

- წარმატებისთვის აუცილებელია. . .

- გაუთვალისწინებელ შემთხვევების დროს სწორად შეაფასო მდგომარეობა და შესაბამისად მომართო ენერგია და გამჭრიახობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება