სიახლეები
პიროვნება

„სკოლა არის სათნოებისა და სიბრძნის ტაძარი“- ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი
02-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ჯაყელის ​ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ზოგადად, სკოლა არის სათნოებისა და სიბრძნის ტაძარი, სადაც ცოდნისა და სამშობლოს სიყვარული სუფევს. ფართო გაგებით, სკოლა წარმოადგენს მინიატურულ, ჩანასახოვან საზოგადოებას, რომლის ფარგლებში, ბავშვები აღმზრდელი მასწავლებლების, უფროსების, თანატოლებისა და უმცროსების გვერდით სწავლობენ ცხოვრობას, ღებულობენ სათანადო ზოგად განათლებას, ვითარდებიან და ყალიბდებიან პიროვნებებად. სკოლაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, რადგან როგორც ჰორას მანმა თქვა - „იქ, სადაც რამე იზრდება, ერთი გამომგონებელი ათას რეფორმატორს უდრის“.

- ცოდნა გვანიჭებს...

- „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება“, – ამბობდა ილია ჭავჭავაძე. უპირველესად, ცოდნა აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, შეიცნოს საკუთარი თავი და შეძლოს თავისი უნარის სწორად განვითარება. მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გვანიჭებს თავდაჯერებასა და გვძენს რაციონალურ ხედვას მოვლენების მიმართ.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- მომავალ თაობას, რომ ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია, ისწავლონ კარგად; ამასთანავე, განვითარდნენ ზნეობრივად, მორალურად და ფიზიკურად; სჭირდება განათლების უსაფრთხო და ხელშემწყობი სასწავლო გარემო. რა იგულისხმება განათლების უსაფრთხო და ხელშემწყობ სასწავლო გარემოში? - ეს არის სკოლამდელ დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ისეთი ფიზიკური გარემო, რომელიც მოიცავს: ისეთი ნორმებისა და ღირებულებების გაძლიერებას, რომლებიც ხელს შეუწყობს არაძალადობრივ, პატივისცემით, მზრუნველ, პოზიტიურ და გენდერულად თანასწორ ურთიერთობებს; სასწავლო დაწესებულებების აღჭურვას სწავლებისთვის აუცილებელი ყველა რესურსით და ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას უფრო ეფექტიან, გენდერულად თანასწორ განათლებასა და სოციალურ-ემოციურ სწავლებაზე.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ჩემ გონებაში არის მოგონებები, რომელიც არ ხუნდება და ეს ჩემი ბედნიერი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა. თავისი წარსულით და აწმყოთი, ძალიან მიყვარს ის სკოლა, სადაც ათი წლის განმავლობაში უწყვეტად ვისწავლე და მივიღე საშუალო განათლება. პირველი კლასიდან წარმატებული მოსწავლე ვიყავი და სასწავლო პროცესთან ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული კლასგარეშე მასიურ ღონისძიებებსა და სასკოლო სასწავლო-შემეცნებით პროექტებში. გამორჩეულად მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები. ბავშვობიდან ვოცნებობდი იურისტობაზე, თუმცა მოგვიანებით, შევიცვალე გეგმები და პედაგოგობა გადავწყვიტე. დღეს, ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს და ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი მასწავლებლობის გარეშე.

- დირექტორობა მეხმარება...

-ზოგადად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღმზრდელ-მასწავლებლები, ვფიქრობ, რომ ყველაზე ნათლადშემეცნების სახე არიან საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობასთან აქვთ საქმე და როდესაც ამ საპასუხისმგებლო საქმეში ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულებას გაკისრებენ, მინიმუმ მაგალითის მიმცემი უნდა იყო სკოლის ყველა მუშაკისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. ნებისმიერ ორგანიზაციას გააჩნია თავისი ორგანიზაციული კულტურა, რაც თავის მხრივ მოიცავს ფასეულობებს, ხედვებს, მართვის ფილოსოფიას, პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და ზოგადად, იმ ატმოსფეროს, რომელიც დაწესებულებაში სუფევს. სკოლის დირექტორი, პირველ რიგში, უნდა იყოს კომუნიკაბელური და საზოგადოებასთან სწორად კომუნიკაცია და საერთო ენის გამონახვა უნდა შეეძლოს. დირექტორობა მეხმარება, აღმოვაჩინო თითოეულ მოსწავლესა და თანამშრომელში შესაძლებლობები და სკოლის პროდუქტიულობის ასამაღლებლად, მივცე მათ საშუალება, თავისუფლად საკუთარი აზრის გამოხატვისა; თანაბრად შევაფასო მათი მოსაზრებები; ჩავრთო ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში და ამის ნიადაგზე, დავნერგო ჰოლისტური განათლების მიდგომები.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- არ დავკარგო აქტიურობა და პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, დროს არ ჩამოვრჩე. 50 წლის ასაკშიც ვსწავლობ, ვშრომობ და პრაქტიკაში ვნერგავ იმ სიახლეს, რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ჩემ მოტივაციას ამყარებს: კოლეგებისა და ყოფილი თუ ახლანდელი მოსწავლეების თბილი დამოკიდებულება, რაც მიასმაგებს რწმენას, რომ სკოლის მართვასა და ბავშვების აღზრდაში მართებულ მეთოდს ვიყენებ.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- მუდმივი სწავლა, გამოწვევების მიღება, დროის ფასი, დიდი მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა, ჰუმანურობა, სიკეთე, გულისხმიერება, წინა დღის სრულფასოვნად გააზრება-ანალიზი და ყოველი ახალი დღის სიახლით დაწყება.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება