მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე რომან სურნაბიძე მონაწილეობდა ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებული კითხვის კლუბის წევრების შეხვედრაში, სადაც ქართველი მწერლების ნაწარმოებები განიხილეს.
შეხვედრა თხილნარის N1 საჯარო სკოლის ახალ საბიბლიოთეკო სივრცეში მოეწყო.
რომან სურმანიძის თქმით, კითხვის კლუბის შეხვედრაზე წევრებმა გოდერძი ჩოხელის რომანი - „ადამიანთა სევდა“ და გურამ გეგეშიძის - „საყდარი“ განიხილეს.
„გოდერძი ჩოხელის რომანი „ადამიანთა სევდა“ სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს.. ყველაფერს „დალოცვილი მწერლის“ უხილავი შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცის და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთერთდამოკიდებულების პრობლემებზე. ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად.
მადლობა მოდერატორებს ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი დღე იყო. მადლობა ხელვაჩაურის რესურსცენტრი დირექტორს ქ.ნ ხათუნა დიდმანიძე დიდი მადლობა გულნაზ კარანაძე თითოეულ მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებებს. მადლობა ჩემს სკოლას ქ.ნ ქეთი კომახიძე და ქ.ნ ლამარა კოხრეიძე რომ მომცეს საშუალება დისტანციურად ჩავრთულიყავი სხვადასხვა კლუბებში“, - აღნიშნავს სკოლის მოსწავლე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.