მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთაველი სტუდენტი ნინო კვირიკაშვილი აშშ-ს საელჩოს კონკურსის გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის UGRAD-ის გამარჯვებული გახდა და 2018 წელს სრული დაფინანსებით აშშ-ში ისწავლის.
პროგრამის მეორე გამარჯვებული გახდა ასევე რუსთაველი ნატალია ჭამიაშვილი. ფინალისტებს გამარჯვების შესახებ თავად ამერიკის ელჩმა იან კელიმ აშშ-ს საელჩოში სტუმრობის დროს აცნობა.
UGRAD-ის კონკურსის ფარგლებში წელს საქართველოდან მხოლოდ სამი სტუდენტი შეირჩა და ორი მათგანი რუსთაველია. ისინი ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
ნინო კვირიკაშვილი ქალაქ რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლის 2015 წლის ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულია. ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მისი ეს წარმატება შემთხვევითი არაა: ნინო 2014 წლის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულია. ასევე თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის წევრი, რუსთავის მუზეუმის „ვინ უკეთ იცის ქალაქის ისტორია“ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი. ნინო ახლახან ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიატიც გახდა. ეს მისი წარმატებების არასრული ჩამონათვალია.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას ყოველწლიურად ჰყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლეს სასწავლებლებში თავიანთი მიღწევებით. 2017 წლის ოქროს მედალოსან კურსადმთავრებულ ანა ნარინდოშვილს, როგორც აგარარული უნივერსიტეტის ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელს, სწავლა დაუფინანსა ქართული სასტუმროების ბრენდმა Rooms Hotels-მა, ხოლო კომპანია ,,ჯეოსელმა“ ახალი თაობის მობილური ტელეფონი გადასცა.
2017 წლის ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ანი შუბითიძე თავისუფალი უნივერსიტეტის აზია-აფრიკის სკოლის ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელია. მან თავისი შედეგისათვის კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისაგან ერთწლიანი სასწავლო გრანტი მიიღო.
2016 წელს ილიაუნის უნივერსიტეტის რექტორმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგებისათვის 20 პირველკურსელი დააჯილდოვა. ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო აბიტურენტების ათეულში მოხვდა მე-4 სკოლის 2016 წლის კურსდამთავრებული თამარ არჩვაძე.
როგორც რუსთავის N4 საჯარო სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მეოთხე სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები ამ სკოლის პედაგოგების პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომის შედეგია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საატესტატო გამოცდებზე მიღწეული წარმატებისათვის 16 ნოემბერს განათლების საქალაქო პროფკავშირულმა ორგანიზაციამ დააჯილდოვა სკოლის პედაგოგები: მამუკა ხამხაძე, ნანი მარხვაშვილი, მაია ჯიბუტი, ლელა კობახიძე, შალვა კერვალიშვილი, ციალა კაცაძე, ლაურა ქათამაძე, ვერიკო ალადაშვილი, ნათელა კრაწაშვილი, იამზე თარაშვილი, მედეა სვანი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს