მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ე ქ ი მ ი ს პროფესია არის ყველაზე საპასუხისმგებლო ისევე, როგორც აღმზრდელ-პედაგოგის, იგი 24-საათიან შრომას, მუდმივ განვითარებასა და ულევ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ თუ ავადმყოფსა და ექიმს შორის სიყვარული და თანაგრძნობა არ სუფევს, ექიმობა ამ შემთხვევაში უსარგებლოა! და მაინც, ვინ უნდა იყოს ექიმი I რიგში ადამიანი, რომელსაც აქვს სხვა ადამიანის პრობლემების წვდომის ინსტიქტი და უკმარისობის განცდა, რომ ჯერ ისევ არ იცის ყველაფერი. ჩვენ დღეს სწორედ ასეთი ქალბატონი - ლუიზა ექიმი - ლუიზა ფალავანდიშვილი მოვიწვიეთ სტუმრად, რომელმაც ჩემს პატარებს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრა.
გინდა ჯანმრთელი იყო? დაიმახსოვრე 10 ოქროს წესი, რომელიც დაგეხმარება მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩემმა პატარებმა უკვე იციან, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რას გულისხმობს პირადი ჰიგიენა სუფთად და ამინდის შესაბამისად ჩაცმას; საკლასო ოთახის ხშირ განიავებას; საპირფარეშოდან გამოსვლამდე ხელების დაბანას, გამართულად და სწორად სხდომას მერხებთან; მძიმე ჩანთის სწორად ტარებას.
მივედით დასკვნამდე, რომ ვიკვებოთ გემრიელად და სასარგებლოდ; გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას; გრიპით ავადდება ის, ვინც არ იცვამს ამინდის შესაბამისად; ვინც არ ანიავებს შენობას; ვინც ხშირად არ იბანს ხელებს; ვინც არ მოძრაობს; ვინც ხშირად არ სეირნობს სუფთა ჰაერზე; ვინც არ მიირთმევს ვიტამინებით სავსე პროდუქტებს; ვინც ხალხმრავალ ადგილებში არ ატარებს ნიღაბს.
ექიმი-ქალბატონი ლ უ ი ზ ა გვირჩევს: ვიტამინ C ბევრი ბოსტნეულის ჭამას გაკაჟებას; მოვერიდოთ მასთან კონტაქტს, ვინც აცემინებს და ახველებს, ვიქონიოთ ერთჯერადი ხელსახოცი; მივირთვათ ჟოლოს ჩაი ლიმონით, გამოჯანმრთელებამდე დავრჩეთ სახლში; სკოლის მოსწავლე დღეში საათნახევარს მაინც უნდა უთმობდეს ფიზიკურ მომზადებას; დილაობით ვარჯიშობდეს, ბევრს დადიოდეს ფეხით, თამაშობდეს მოძრავ თამაშებს. ყველაფერი ეს აძლიერებს ჯანმრთელობას, ადამიანს უფრო მოქნილს, ძლიერს, სწრაფსა და ამტანს ხდის და ბოლოს, ჩვენმა მოწვეულმა სტუმარმა პატარები სამახსოვრო საჩუქრებით გაახარა. უღრმესი მადლობა ქალბატონო ლუიზა გვერდში დგომისთვის ჩემი პატარების გახარებისთვის“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.