სიახლეები
სიახლეები

არსებობს თუ არა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ჩარიცხვა მხოლოდ ერთი საგნით შეიძლება - „ნაეკი“ აქტუალურ კითხვებს პასუხობს
02-04-2021
-
+


ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა, გამოცდამდე კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აქტუალურ კითხვებს პასუხობს.

- ქართული ენისა და ლიტერატურის ესეში სიტყვების რაოდენობაში კავშირებიც იგულისხმება?

- რაოდენობაში იგულისხმება ყველა სიტყვა, როგორც სრულმნიშვნელოვანი, ისე -  დამხმარე.

- იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამას ვადა ეწურება, უნდა წავშალო?

- მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა აკრედიტებული იყოს იმ მომენტისათვის, როცა მოხდება თქვენი ჩარიცხვა, შესაბამისად, აკრედიტაციის ვადები უმჯობესია გადაამოწმოთ აგვისტოს თვეში. 

- ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე დაახლოებით რამდენი აბიტურიენტი ფინანსდება და სრულად ფინანსდება თუ ნაწილობრივი გრანტიც შეუძლია რომ მოიპოვოს?

- ქართული ენის მომზადების პროგრამაზე გაიცემა მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება. ყოველწლიურად 200-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს გრანტს.

- სარეგისტრაციო გვერდზე როგორ ხდება პროგრამების წაშლა ან გადანაცვლება?

- თქვენ უნდა დააყენოთ კურსორი იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და აირჩიოთ ღილაკი - წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს - დამატება. თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს - დამატება და წერთ სასურველი პროგრამის კოდს, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს - წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ პირველ საფეხურზე. ცვლილებების შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ შენახვის ღილაკის გამოყენება.

- რა უპირატესობა აქვს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც პირველ ან მეორე ადგილას მიწერია?

- სისტემა განიხილავს აბიტურიენტის ჩარიცხვას ჯერ პირველ არჩევანზე. თუ ქულა არ არის საკმარისი - მომდევნო არჩევანზე და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქულა საკმარისი აღმოჩნდა პირველ ადგილას მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად, სხვა პროგრამები აღარ განიხილება.

- თუ არის აუცილებელი აბზაცების გამოყოფა უცხოური ენის ტესტში ესეს წერის დროს?

- ესეში აბზაცები სასურველია დაიცვათ, წერილში - არა.

- ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე გრანტი რამდენი ქულიდან გაიცემა?

- კონკრეტული ქულის ოდენობა დადგენილი არ არის. რეიტინგული სია დგება თანხის ამოწურვამდე. ყოველ წელს დაახლოებით ასამდე სომხურენოვანი აბიტურიენტი და ამავე რაოდენობის აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი იღებს გრანტს, რომელიც ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგაც უნარჩუნდებათ (ფინანსდება სრული კურსი).

- რა განსხვავებაა ღია დავალებებსა და დახურულ დავალებებს შორის?

- ღია დავალების შემთხვევაში გამოსაცდელმა უნდა ჩაწეროს პასუხები პასუხებისათვის გამოყოფილ ადგილას, დახურული დავალებების დროს კი უნდა შემოხაზოს მითითებული პასუხების ვარიანტებიდან ერთ-ერთი. 

- თუ არსებობს უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ჩარიცხვა მხოლოდ ერთი საგნით შეიძლება?

- მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის  გამოცდა. დანარჩენ გამოცდებს აბიტურიენტი აბარებს უშუალოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

ასევე იხილეთ: 100 კითხვა და პასუხი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება