სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა საქველმოქმედო აქტივობას ახორციელებს
02-04-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა საქველმოქმედო აქტივობას ახორციელებს.

„სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ვაგროვებთ ფულს პატარა სანდროსთვის. ჩვენი სკოლის უმთავრესი მისია ხომ გაჭირვებულის გვერდით დგომა და დახმარებაა.

ამ მხრივ, არაერთი პროექტი ხორციელდება სკოლაში, მათ შორის ერთ-ერთი ახალი პროექტი შეჭირვებულთა დასახმარებლად.

პატარა სანდროს დახმარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ფაქიზო ფანჩულიძესა და სკოლის ყველა მასწავლებელს, რომლებსაც გული შესტკივათ გასაჭირში მყოფ ადამიანებზე.

ისინი მოუწოდებენ და შთააგონებენ სკოლის მოსწავლეებს, ყოველგვარი შესაძლო სახსრებით დაეხმარონ პატარა სანდროსა და მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს. შესაბამისად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ძალასა და თანხას არ იშურებენ, რომ როგორმე პატარა ბიჭუნას დაეხმარონ.

ამის შემხედვარე, როგორ შეიძლება გული არ გაგითბეს, ჩვენი სკოლის საოცრად თბილი მოსწავლეების ასეთი გულისხმიერებით.

სანდროსთვის მთელი სკოლა დაირაზმა, განსაკუთრებით Iბ კლასის მოსწავლე (კლასის ხელმძღვანელი აზა ნაფეტვარიძე) გიორგი ლაღაძე, რომელმაც თავისი დიდი ხნის ნაგროვები თანხა მთლიანად სანდროს კეთილდღეობას შესწირა. აღნიშნულმა დიდი შემართება მისცა დანარჩენ მოსწავლეებს, დახმარების ხელი გაეწოდებინათ პატარა ბიჭუნასთვის.

ჩვენ, N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით ვისურვებთ, რომ საქართველოში არც ერთი გაჭირვებული აღარ გვყავდეს“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება