მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის რუისპირის საჯარო სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი პროექტი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ.
რუისპირის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, მარინე კობაიძის მიერ XI კლასში, არჩევითი საგნის „სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა“ ფარგლებში განხორციელდა საკლასო პროექტი თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება პოპულარიზაცია და მოიცავდა შემდეგ თემებს - ჯანსაღი კვება, დასვენება, ჰიგიენა, სპორტი, კოვიდ-19, თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე მოსწავლეები დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებებს. მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს პრეზენტაციები, გაუზიარეს კლასს და მოეწყო გამოფენა სასკოლო სივრცეში.
აღნიშნული პროექტი ეხმიანება „ახალის კოლის“ მოდელის ფარგლებში 2020-2021 წლიდან სკოლის მიერ ინიცირებულ პროექტს „პედაგოგთა პროფესიული განვითარება სასკოლო კულტურის განვითარებისთვის“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.