იელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებები განახორციელეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, რომელიც ჩართულია გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მარტში საკმაოდ დატვირთული გრაფიკით იმუშავა. ეკოკლუბის წევრებმა რამდენიმე გარემოსდაცვითი ღონისძიება განახორციელეს.„ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე, რომელიც 2018 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს დედამიწის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;
ტყის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანიც ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
წყლის საერთაშორისო დღე, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანისთვის წყლის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა ყველამ ერთობლივი ძალებით, დავიცვათ ეს საციცოცხლო რესურსი.
ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეკო-კლუბმა მიიღო 48-საათიანი გამოწვევა „შეამცირე საკვების ნარჩენი“. გამოწვევის ფარგლებში, მოიფიქრეს ახალი რეცეპტი მაგიდაზე მორჩენილი საკვების გამოსაყენებლად; „ქავერის“ სურათად ატვირთეს პოსტერი, რომელიც აღწერს საკვების ნარჩენის პრობლემას; დავალებების მასალა - ფოტოები და Facebook-ზე გამოქვეყნებული მასალის ფოტოები (screen shot) გააგზავნეს ელ-ფოსტაზე - acharelishvili@fordham.edu
იმავე თემაზე, 18 მარტს ჩაერთვნენ ორგანიზაცია CENN – ის მიერ (ნანა თაკვარელია) დაგეგმილ ონლაინ შეხვედრას და მეორე დღეს ეკო-კლუბის წევრებმა - გიორგი კორძაიამ, ალექსანდრა ფანგანმა და რიტა სამსიანმა მოაწყვეს შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან. მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ნარჩენების გადამუშავების დღის აღნიშვნის მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპებისა და კაცობრიობის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში ჩვენი პასუხისმგებლობის შესახებ. ეკო-კლუბელებმა საკვები ნარჩენების შემცირების პრობლემის გადაჭრის მათეული (ინდივიდუალური) ხედვა გაუზიარეს დამსწრეებს და ისაუბრეს ადამიანების მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების მოცულობაზე და პრობლემებზე რესურსების ამუწურვასთან დაკავშირებით.
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, (21 მარტი) ეკო-კლუბის წევრმა, გიორგი კორძაიამ სასკოლო საზოგადოებასთან მოაწყო სამუშაო შეხვედრა (რეგულაციების გათვალისწინებით). გიორგიმ საინფორმაციო შეხვედრისთვის buncee.ge -ის გამოყენებით, მოამზადა საინტერესო პრეზენტაცია დღის მნიშვნელობის, დედამიწაზე ტყის საფარის(ტიპების) და მისი სარგებლიანობის, ასევე ადამიანის საქმიანობის ზეგავლენის შესახებ. მკაფიოდ ისაუბრა, რომ ტყის დაცვასა და აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმების კეთილდღეობისთვის, რადგან ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე და შთანთქავს ატმოსფეროში არსებულ რადიაქტიურ ნივთიერებებს. ტყის საფარის შემცირების ბუნებრივი და „ხელოვნური“ მიზეზების განხილვისას, განიხილა კონკრეტული მაგალითი - ბორჯომის გადამწვარი ტყე, ნახეს ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=4_LE-nJjwr0 აქტივობა ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები დასწრნენ CENN-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-ტრენინგს. შეხვედრის თემები იყო: ადამიანის უფლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე: კლიმატის ცვლილება დ წყალზე ხელმისაწვდომობა.
მიღებული და დამატებით მოპოვებული ინფორმაცია დაამუშავეს და 23 მარტს სასკოლო საზოგადოებასთან მოეწყო სამუშაო შეხვედრა (რეგულაციების გათვალისწინებით). საინფორმაციო შეხვედრისთვის გიორგი კორძაიამ და ალექსანდრა ფანგანმა მომზადებულ პრეზენტაციაში გააზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია წყლის რესურსების, მის მნიშვნელობაზე ორგანული სიცოცხლისთვის, მასზე ხელმისაწვდომობის, ადამიანის მავნე ზემოქმედების და სწორად გამოყენების აუცილებლობის შესახებ. იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე საკუთარ სოფელში, ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით. ისაუბრეს სოფელში არსებული სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაზე, ჰიგიენაზე და სანიტარიაზე, ამ მხრივ სოფელში არსებულ პრობლემებზე, კანალიზაციის არარსებობაზე და ა.შ.
აქაური წყალი შეიცავს კირს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. წყლის რესურსების სწორად გამოყენება და სანიტარული ზომების დაცვა უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვის. აქტივობა ემსახურება მე-6 მიზნის მიღწევას - წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ „ნიკო კეცხოველის“ კონკურსი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსია, რომელიც 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მიერ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტო ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა.
იხილეთ ფოტოები: