ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ
22-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის N5 საჯარო სკოლის IVა, IVბ, IVდ და IVე კლასის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. გაცნობითი ხასიათის ვიზიტს პედაგოგები ლია აწყურელი, ლუიზა მღებრიშვილი, თეა გვირჯიშვილი და ხათუნა ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მასწავლებლებმა უნივერსიტეტში გასვლითი გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე „ქართული უნივერსიტეტი“.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზეუმი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, შეხვდნენ და მოუსმინეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს, გაეცნენ კაბინეტ-აუდიტორიებს, აკადემიურ პერსონალს, რომლებმაც დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს პატარების მიმართ.
პედაგოგ ლია აწყურელის თქმით, პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
„მოსწავლეებს უნივერსიტეტში ძალიან გულთბილი დახვედრა მოუწყეს, ბავშვები საოცარი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით იყვნენ სავსე.“
პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეები კარგად უნდა იცნობდნენ თავიანთ ქალაქში არსებულ უმაღლეს სასწავლებელს. მათი თქმით, მსგავს პრაქტიკას მომავალშიც გააგრძელებენ.