მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას; რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორს - იზოლდა ფხაკაძეს ესაუბრა.
- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- როგორც დირექტორი, მივესალმები ამ ინციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ გათვალისწინებული იქნება სკოლის ნიშნები და რეკომენდაციები, რადგან სკოლის როლი გაიზრდება.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?
- ჩემი, როგორც რეგიონში მცხოვრები სკოლის დირექტორის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიხატება იმით, რომ რეგიონში ხშირად გვაქვს ელექტრო ენერგიისა და ინტერნეტის პრობლემები, ამიტომ მატერიალური ჟურნალი უფრო მოსახერხებელია და ხელის შემშლელი ფაქტორები არ ახლავს, რაც შეეხება მასწავლებელებს მათ არ უჭირთ ელექტრონულ ჟურნალთან მუშაობა და არც დახმარებას საჭიროებენ, ვინაიდან ონალინ სწავლებამ დიდი გამოცდილება შესძინათ.
- როგორ შეაფასებდით ონალიან სწავლებას?
- ონლაინ სწავლება კარგი გამოსავალია ეპიდპირობებში, ამაზე უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს, თუმცა საკლასო ოთახში სასწავლო პროცესს არაფერი არ ჯობია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.