ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ექსკურსიით ზარზმა და ჭულევი მოინახულეს
23-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ექსკურსიით ზარზმა და ჭულევი მოინახულეს. მოსწავლეები გაეცნენ მონასტრების ისტორიას, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნა განიმტკიცეს.
მოსწავლეების თქმით, მათთვის ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციებით დატვირთული იყო. მასწავლებლებმა გასვლითი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ექსკურსიები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს.
„მოვინახულეთ ზარზმა და ჭულევი, მოსწავლეები გაეცნენ ამ ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციას. არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის აუცილებელია. გასვლით ღონისძიებებზე მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას,“ - აღნიშნეს მასწავლებლებმა.