სიახლეები
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევ, პროფესია აირჩიონ ისეთი, რომელიც უყვართ და გამოადგებათ“ - დაბა ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა გაბეჩავა
05-04-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას; რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორს - ლეილა გაბეჩავას ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- ძალიან კარგი ინიციატივაა, მივესალმები ამით ამაღლდება სკოლის ავტორიტეტი, ჩვენი სკოლა ობიექტურად აფასებს მოსწავლეებს და არანაირი საშიშროება არ არის კორუფციის ან რაიმე ურყოფითი ნიშნების ამ  ინიციატივასთან დაკავშირებით.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- აბიტურიენტებმა კარგად გაითავისონ რა შეუძლიათ, რისი უნარები აქვთ და ამის მიხედვით გააკეთონ არჩევანი. გააკეთონ გათვლა იმაზე თუ რომელი დარგი, რომელი სპეციალობა არის ამ მომენტისთვის პრივილეგირებული და არამხოლოდ  ის, რომ ვიღაცას ეს უნდა ვიღაცას ის უნდა, სადღაც ადვილია ჩაბარება,  ან სწავლის გაგრძელება იოლია,  ამ ყველაფერს არ მიაქციონ ყურადღება, აირჩიონ ის რაც უყვართ, აინტერესებთ და გამოადგებათ მომავალ პროფესიაში. ვურჩევ, რომ ყველამ უმაღლესი განათლება არ მიიღონ, პროფესია აირჩიონ ისეთი, რაც უყვართ და გამოადგებათ. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- ჩვენ სკოლაში ვაწარმოებთ ელექტრონულ ჟურნალს და არ ვარ უკმაყოფილოები, თუმცა ჯერ ტექნიკური ხარვეზებია, თანდათან იხვეწება, მუშაობა გვიჩვენებეს, რომ მომავალი მაინც ელექტონული ჟურნალის იქნება. მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც პანდემიაა და ვერიდებით ჟურნალის ხელიდან ხელში გადაცემას, ელექტრონული ჟურნალი არის საუკეთესო გამოსავალი. იმედი მაქვს, რომ დაიხვეწება, რადგან თავიდან ბევრი რაღაც რაც დავიწყეთ იყო ხარვეზები, ნაკლოვანებები, რომლებიც შემდგომ დაიხვეწა და გამოსწორდა. ვიმედოვნებ, რომ ყველა სკოლისთვის შემდეგ წელს სავალდებულო გახდება ელექტრონული ჟურნალის წარმოება. პედაგოგებს არ უჭირთ ელექტრონულ ჟურნალთან მუშაობა ახლა, რადგან გამოცდილება აქვთ უკვე ონალინ სწავლების დროს. თავიდან სჭირდებოდათ, რა თქმა უნდა, დახმარება, მაგრამ ეს ეტაპიც წარმატებით გადავლახეთ. ყველა პედაგოგი მუშაობს დამოუკიდებლად. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- ონლაინ სწავლება - ეს იყო იძულებითი ფორმა და საუკეთესო გამოსავალი იმ პირობებში, მაგრამ  ვურჩევდი ჩემს კოლეგა დირექტორებს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები, ინფორმირება მოხდეს მშობლების, მოსწავლეების. იმის ფასი არაფერი არის, როდესაც მოსწავლე სკოლაში საკლასო ოთახში საკუთარ მერხთან ისწავლის, მაგრამ თუ რაღაც გამოუვალი მდგომარეობაა, ამასაც გაგებით მოეკიდნონ, იმედი არ დაკარგონ. ვიცი რა რთულია იმ სკოლებისთვის, რომლებიც ონლაინ სწავლობენ წერტილოვანი შეზღუდვების გამო. ჩვენც გამოვცადეთ ეს საკუთარ თავზე და ვიცით, რა რთულია. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს!

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება