სიახლეები
ეტალონი

„ნუ მოსთხოვთ შვილებს იმას, რაც თავად არ გახასიათებდათ გარდატეხის ასაკში“
02-04-2021
-
+


ეტალონის“ უპრეცედენტო პროექტები და ონლაინ-გადაცემები დღითიდღე პოპულარული ხდება და დიდ მასშტაბებს იპყრობს. ონლაინ-გადაცემა „გაამოს“ კი ამ საგანმანათლებლო ტრიუმვირატის უცვლელი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ONLINE ინტელექტუალური გადაცემა - „გაამოს“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანების ძალისხმევით შეიქმნა, ეს კი უკიდურესმა აუცილებლობამ განაპირობა - მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არავის სცალიაო, - აღნიშნა პროექტის სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა: „აქ არ არის საუბარი საუბრისთვის, ესაა კონკრეტული გზების ძიება და გარდატეხის ასაკს როგორც პრობლემას კი არა, როგორც გადასაწყვეტ ამოცანას, ისე უნდა შევხედოთ“.

გოჩა ტყეშელაშვილმა სტუდიაში ამჯერადაც თანაწამყვანი, ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე და ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია მოიწვია. თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან შეყრილაძე კი საუბარში დისტანციურად ჩაერთო. გადაცემის თემა მოზარდებში მოტივაციის გაზრდა გახლდათ.

„მეამაყება, რომ ამ პროექტის თანაავტორი ვარ, თანამოაზრე...  ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც იმდენად ვართ ჩაფლულები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კოვიდ-კირიზისში, რომ სულ უფრო მცირე სივრცე გვრჩება ახალგაზრდებზე ზრუნვისთვის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ და ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს, საკუთარ შვილს მოტივაცია შეუნარჩუნოს: „უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალიზმიც და გუნდურობაც. ვფიქრობ, პიროვნული თუ კარიერული განვითარებისა და სულიერი სიმშვიდისთვის ეს ორივე საჭიროა; ვცდილობ, მოტივაცია და ამავე დროს, ისეთი რჩევები მივცეთ, რომ თან ინდივიდუალიზმი ჰქონდეს, როგორ მოიქცეს თანატოლებთან და თან,  მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება ისე, რომ არ დაჰყვეს სხვების ნებას“.

ხათუნა ხაჟომიამ კი აღნიშნა: „მშობლებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი და შევეცდები, რჩევები მივცე მოტივაციასთნ დაკავშირებით; რა უნდა გააკეთონ, რათა შვილები რეალიზებულები იყვნენ მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია - გარდატეხის ასაკში ვინ აძლევს ბავშვს რჩევას და რა ფორმით. ამისთვის კი აუცილებელია, რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ჩვენს შვილებთან ცხოვრების ყველა ეტაპზე და გარდატეხის ასაკში, როდესაც დაიწყება პრობლემები, მაშინ არ გადაწყვიტოთ, გავხდეთ მისი მეგობარი. ხშირად ისეა, მშობელი უცბად აღმოაჩენს, რომ ბავშვი შეიცვალა და ვერ ხვდება, როდის გაჩნდა დისტანცია“.

გადაცემის მსვლელობისას, სპეციალისტებს კითხვით მიმართა ერთ-ერთმა მშობელმა - დისტანციური სწავლების პირობებში ბავშვი გახდა ჩაკეტილი, არც კი უნდა სახლიდან გასვლა და თანატოლებთან ურთიერთობა. 15 წლისაა, მგონი, სწავლაც არ აინტერესებს, იქნებ, მირჩიოთ როგორ გავუჩინო მოტივაცია? - რაზეც ხათუნა ხაჟომიამ ამომწურავად ისაუბრა:

- გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს მშობლებზეც და ბავშვებზეც. მოზარდობა რთული ასაკია, ბავშვები იცვლებიან, რაც ადრე მოსწონდათ, აღარ აინტერესებთ, რადგან უჩნდებათ განსხვავებული დამოკიდებულება სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ.

ამიტომაა საჭირო მუდმივი კონტაქტი შვილებთან და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პიროვნული თვისებები გენეტიკურია და ჩვენგან აქვთ აღებული. გვინდა, გვყავდეს იდეალური შვილები, მაგრამ საკუთრი პიროვნული თვისებები გვავიწყდება. მაგალითად, ექსტრავერტებს სჭირდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ სამოტივაციოდ.

ნუ მოსთხოვთ შვილებს იმას, რაც თავად არ გახასიათებდათ გარდატეხის ასაკში და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

არ უნდა გავაკრიტიკოთ უსაფუძვლოდ და არც სხვების თანდასწრებით - შენიშვნა უნდა მივცეთ ობიექტურად, დასაბუთებულად და ინდივიდუალურად;

არ შევადაროთ სხვებს - შედარება გააკეთეთ მის ქცევასთან, გამოცდილებასთან, მაგრამ არავითარ შემთვევაში, სხვა ბავშვთან - ეს ძალიან ცუდად აისახება ბავშვზე;

მიეცით მაგალითი - როგორი უნდა იყოს ზრდასრული. ბავშვი მაგალითს იღებს მშობლისგან, ის როლური მოდელია.

მთავარია, მეგობრული და თანასწორული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, ნუ მისცემთ გამზადებულ რჩევებს - შეიძლება, შეცდომა დაუშვას ან მისი ინტერესი დიდად გულზე არ გეხატებათ, მაგრამ თქვენს შვილს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა - რაც უნდა მოხდეს, მის გვერდით იქნებით.

თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელმძღვანელმა ქეთევან შეყრილაძემ კი მოზარდის ცხოვრებაში სრულფასოვანი ოჯახების როლზე გაამახვილა ყურადღება:  

„ვფიქრობ, ეს საკითხი  ყოველთვის პრობლემური იყო, დღეს კი ემატება გარკვეული დამამძიმებელი გარემოებები; ხანდახან მშობლები და პედაგოგებიც არ არიან მზად იმ პრობლემებთან შესახვედრად, რაც ბავშვებს აქვთ გარდატეხის ასაკში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ოჯახები, სადაც მშობელი საერთოდ არ არის შვილის გვერდით;  ბავშვმა რაც უნდა ამტკიცოს, მშობელი აღარ სჭირდება, ასე არ არის. მშობელს უჩინმაჩინის ქუდი უნდა ეხუროს და აკონტროლებდეს იმ სიტუაციას და გარემოს, სადაც ბავშვი ტრიალებს“.

გადაცემის დასასრულს  ქალბატონმა ქეთევან შეყრილაძემ, Etaloni.ge-სთან თავად პროექტიც შეაფასა და გადაცემის თემაც მეტად განავრცო:

„როგორც ყველა დანარჩენი პროექტი, ამ გუნდის მიერ შექმნილი, ეს გადაცემაც, რა თქმა უნდა, დროულია და ემსახურება მთავარ მიზანს - გარდატეხის ასაკი უმნიშვნელოვანესია და რთული ადამიანის ცხოვრებაში; როგორ გაივლის მას მოზარდი, აქედან გამომდინარე წარიმართება მისი ცხოვრებაც. გარდატეხის ასაკთან მიმართებაში, ვთვლი, რომ მოუმზადებლები ვართ მშობლებიც და სკოლაც; არის ოჯახები, სადაც დედ-მამა ერთად არ ცხოვრობს და მთავარი პასუხისმგებლობა თითქოს პედაგოგს აწვება; ამიტომ მიმაჩნია, რომ მეტი მზაობაა საჭირო.

რა თქმა უნდა, მოზარდმა ამ ასაკში თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს, მაგრამ ეს ყველაფრის უფლებას არ უნდა ნიშნავდეს - მოზარდს უნდა ეგონოს, რომ მარტო მგზავრობს, მაგრამ მშობელი უნდა იყოს იქვე და კონტროლს უწევდეს მის გზა-სავალს.


იხილეთ სრული გადაცემის ვიდეოჩანაწერი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება