სიახლეები
სიახლეები

ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარებაზე მაია გაბუნია განმარტებას აკეთებს
03-04-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია ერთიანი ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარებას გამორიცხავს.

გაბუნიას განცხადებით, ცენტრი მზად არის, რომ 2021 წლის ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩაატაროს. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარება გამორიცხულია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოცდების ჩატარების დროისთვის, ეპიდვითარება ნორმალური იქნება. 

ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვასრულებთ გამოცდებს და მეორე დღიდანვე უკვე ვიწყებთ გამოცდებისთვის მზადებას. მიმდინარეობს მეთვალყურე-კურატორთა ტრენინგები ონლაინ რეჟიმში. ჯგუფები მზად არიან იმისთვის, რომ დროულად ჩაბარდეს საგამოცდო ტესტები. ასე რომ, ცენტრი ყველანაირად მზად არის, იმ პირობებში, რა პირობებშიც გასულ წელს ჩავატარეთ, წელსაც ჩავატარებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ონლაინ გამოცდაზე საერთოდ საუბარიც არ არის“, - აცხადებს მაია გაბუნია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა

აბიტურიენტთა რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე  - 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება