წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული შეხვედრა ჩატარდა
23-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბ - "ერთობის" VIII და IX კლასის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრის თემა - ტოლერანტობა და მრავალფეროვნების მართვა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ტოლერანტობის, ჰუმანიზმის, და მრავალფეროვნების მართვის შესახებ.
ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
მას შემდეგ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ კლუბის წევრი X კლასის მოსწავლეები, ნია ჯიქია, თებეა ჯიქიძე, თედო ჯებაშვილი. შეხვედრა წარიმართა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.