სიახლეები
პიროვნება

„საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, რომ უნდა ვიყო ყველასათვის მაგალითის მიმცემი“ - ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე სარალიძე
05-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინე სარალიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- პატარა სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს თავისი მოქალაქეები და რომელიც ფართოდ აღებს ცხოვრების მრავალმხრივი საქმიანობის კარებს.

- ცოდნა გვანიჭებს....

- ჩვენი პროფესიის ღრმა ცოდნას და მის ეფექტურ გამოყენებას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- გაგება, თანაგრძნობა და გვერდში დგომა და მათთვის აუცილებელი პირობაა ისეთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღება, რომელიც მათ ჩამოაყალიბებს და დაამკვიდრებს საზოგადოებაში ღირსეულ წევრებად.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვცდილობდი, ვყოფილიყავი სანიმუშო მოსწავლე და ლიდერი, ასევე ჩემი მოწოდება იყო ვყოფილიყავი მასწავლებელი.

- დირექტორობა მეხმარება...

- უკეთ დავინახო და აღვიქვა სკოლის საზოგადოების და სასკოლო თემის საჭიროებები და მყისიერად აღმოვფხვრა და გადავჭრა პრობლემები, ასევე ვიზრუნო ჩემი სკოლის წარმატებაზე და შევუქმნა უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებულს. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ....

- რომ უნდა ვიყო ყველასათვის მაგალითის მიმცემი და ჩემი ვალია არ შევჩერდე, ვიარო წინ.

- წარმატებისათვის აუცილებელია...

- უწყვეტი განვითარება და პროფესიული ზრდა, ცოდნის რეალიზება და მისი გამოყენება.
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება