სიახლეები
სკოლები

„ოკუ­პა­ცია მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლაა, ეს არ არის მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გ­ვა“ - წეროვნის N3 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი
05-04-2021
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ოკუპაციაზე საკუთარ დამოკიდებულებას გვიზიარებენ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში შესაბამისი თემატური აქტივობები განხორციელდა. გაეცანით სტატიას, სადაც მოსწავლეები ოკუპაციაზე საუბრობენ:

„25 თე­ბერ­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ“ - წეროვნის N3 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ოკუპაციაზე საუბრობენ.

„რო­გო­რია მოს­წავ­ლე­ე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ოკუ­პა­ცია – ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ წე­რო­ვა­ნის N3 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე. ცხა­დია, ეს არ­ჩე­ვა­ნი შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რად­გან წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნოდ გვაჩ­ვე­ნებს, რა ნაკ­ვალევს ტო­ვებს ოკუ­პა­ცია მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.

უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რი­სას მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩემ­თ­ვის ემო­ცი­უ­რად ვე­რა­სო­დეს ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს ოკუ­პა­ცი­ის თე­მას ვერც ერ­თი სხვა თე­მა; მა­თი სა­ხით თით­ქოს მე ვსა­უბ­რობ­დი, რო­გორ დაგ­ვ­ბომ­ბეს, რო­გორ დავ­ტო­ვეთ სახ­ლი, მე­რე შე­ვუ­დე­ქით უღელ­ტე­ხილს - გოლ­გო­თის გზას, რო­მელ­საც არ ვი­ცო­დით, სად მივ­ყავ­დით და არც ის ვი­ცო­დით, სად იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა. მე­რე რო­გორ გაგ­რ­ძელ­და ცხოვ­რე­ბა სიზ­მ­რე­ბად ქცე­ულ აფხა­ზეთ­ში, ხში­რად სიზ­მარ­ში კად­რიც კი აღარ იც­ვ­ლე­ბო­და, ერ­თი და იგი­ვე სიზ­მა­რი მე­ორ­დე­ბო­და… წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორ ვცხოვ­რობ­დით მო­ლო­დი­ნით, რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბით, თა­ნა­ქა­ლაქელებ­თან და თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა რო­გორ იწყე­ბო­და ფრა­ზე­ბით, რას ფიქ­რობ, დავ­ბ­რუნ­დე­ბით?.. მე­რე, ნელ-ნე­ლა, ფრა­ზე­ბი გა­იც­რი­ცა… მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­თან შე­მორ­ჩა დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლიც…

16 წლის შემ­დეგ, ისევ დაბ­რუნ­და რუ­სუ­ლი აგ­რე­სია (თუმ­ცა, არც არ­სად წა­სუ­ლა), რო­მელ­მაც ამ ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხე­ბი აქ­ცია ისე­თი­ვე ხიზ­ნე­ბად სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, რო­გორც, თა­ვის დრო­ზე, ასი­ა­თა­სო­ბით ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან… მე­რე თით­ქოს „ნორ­მად“ დამ­კ­ვიდრ­და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ტა­ცე­ბა და იმის­თ­ვის გა­სა­მარ­თ­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოკუ­პან­ტე­ბის ნე­ბარ­თ­ვის გარ­ეშე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სად გა­და­იქ­ცა… 1921 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლი­დან 2021 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლამ­დე თა­ო­ბე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ნაკ­ვა­ლე­ვი კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­და.

მა­რი­ამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, მე-12 კლა­სე­ლი: რო­ცა ახალ­გორ­ში რუ­სე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, მე მა­შინ 4 წლის ვი­ყა­ვი, დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რ­და შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ რა­მე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ თა­ვი და­ეღ­წი­ათ დი­დი უბე­დუ­რე­ბის­თ­ვის. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ, მე კი­დევ ვერ ვხვდე­ბო­დი ასე რი­სი ეში­ნო­დათ, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი რა იყო ომი…წლე­ბის შემ­დეგ, გა­ვი­ზარ­დე და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ის შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის სა­ხე­ე­ბი იყო ომი, რომ ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გი იყო ჩვე­ნი სახლ-კა­რის, მი­წის, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­კარ­გ­ვა.

დავ­სახ­ლ­დით სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­შე­ნე­ბულ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი სახ­ლი და სა­დარ­დე­ლი გვქონ­და. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ უფ­რო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ის, რომ დი­დი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მივ­დი­ვართ ჩვენს საცხოვ­რე­ბელ­ში, მუდ­მი­ვად მე­ნატ­რე­ბა სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემს ბავ­შ­ვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ასე­თი გან­ც­დე­ბით ვცხოვ­რობთ ოჯახ­ში დე­და, მა­მა და ჩე­მი უმ­ც­რო­სი ძმა, რო­მე­ლიც აქ, დევ­ნი­ლო­ბის დროს და­ი­ბა­და.

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ქარ­თ­ვე­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეა, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემ­ში სამ­შობ­ლოს შეგ­რ­ძ­ნე­ბებს ამ­ძაფ­რებს, მუდ­მი­ვად უბიძ­გებს და აფხიზ­ლებს ქარ­თ­ვე­ლებს, რომ გა­მო­იღ­ვი­ძონ, რა­მე გა­ა­კე­თონ სამ­შობ­ლოს­თ­ვის. ასე­თი გა­მოფხიზ­ლე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად, ნამ­დ­ვი­ლად გვჭირ­დე­ბა.

ნეს­ტან ში­უ­კაშ­ვი­ლი, მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ომი საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად მახ­სოვს, ძა­ლი­ან მკვეთ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ომის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დიც. საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვ­ლა ჩემ­თ­ვის, ბავ­შ­ვის­თ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ჩა­მოგ­ვა­სახ­ლეს წე­რო­ვან­ში, სა­დაც არა­ვის ვიც­ნობ­დით. უცხო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში ახალ­გორ­ში მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დით ჩვენს სახ­ლ­ში გა­დას­ვ­ლას, ე.წ. „პრო­პუს­კით“.

ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რ­და მო­ნატ­რე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რად­გან ვერც სა­ბუ­თით და ვერც უსა­ბუ­თოდ იქ ვე­ღარ შევ­დი­ვართ და ბე­ბო და პა­პა, უკ­ვე ორი წე­ლია, აღარ გვი­ნა­ხავს. ასე გახ­ლი­ჩა ოკუ­პა­ცი­ამ ჩვე­ნი ოჯა­ხი. ბე­ბოს და პა­პას გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ სახ­ლის და­ტო­ვე­ბა და ვცხოვ­რობთ ასე, ერ­თ­მა­ნე­თის მო­ნატ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან რთუ­ლია ასე­თი ყოფ­ნა, იმის გარ­და, რომ გვე­ნატ­რე­ბა ერ­თ­მა­ნე­თი, მუდ­მი­ვად გვაქვს და­უც­ვე­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა რომ დას­ჭირ­დეთ, ვერ მი­ი­ღე­ბენ; საკ­ვე­ბის ყიდ­ვა რომ დას­ჭირ­დეთ, ვერ წავ­ლენ მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შორ­საა სახ­ლი­დან. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა, მათ ურ­ჩევ­ნი­ათ იქ, თა­ვის სახ­ლ­ში, წი­ნაპ­რე­ბის მი­წა­ზე იცხოვ­რონ.

ნი­ნო ტო­ლი­აშ­ვი­ლი, მე - 12 კლა­სის მოს­წავ­ლე: ომი ძა­ლი­ან სწრა­ფად და­იწყო, გა­აზ­რე­ბაც ვე­რა­ვინ მო­ას­წ­რო რა ხდე­ბო­და. მშობ­ლე­ბი სო­ფელ­ში დარ­ჩ­ნენ, ჩვენ სას­წ­რა­ფოდ წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. 5 წლის ვი­ყა­ვი, ამი­ტომ კარ­გად არ მეს­მო­და სად მოვ­დი­ო­დით ან რა­ტომ მოვ­დი­ო­დით. ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლიაო, მაგ­რამ ეს ასე არ ყო­ფი­ლა. რაც უფ­რო ვიზ­რ­დე­ბი, მით უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა ემო­ცია, სა­კუ­თარ საცხოვ­რე­ბელს და­ვუბ­რუნ­დეთ და რაც დრო გა­დის, მით უფ­რო ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რას ნიშ­ნავს ოკუ­პა­ცია, რას ნიშ­ნავს ომი… რას ნიშ­ნავს და­კარ­გო შე­ნი სახ­ლი, რას ნიშ­ნავს შე­ნი­ვე სამ­შობ­ლო­ში ატა­რო დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი, ძა­ლი­ან მძი­მეა ეს სტა­ტუ­სი… ოკუ­პა­ცია მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლაა რო­გორც დი­დებ­ზე, ისე პა­ტა­რებ­ზე, ეს არ არის მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გ­ვა.

თუმ­ცა, მე­ო­რე მხ­რივ, რო­ცა მე­გობ­რე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს ერ­თად ვსე­ირ­ნობთ ხოლ­მე ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში, სულ იმა­ზე ვლა­პა­რა­კობთ - ერ­თ­მა­ნე­თი რომ არ გვყო­ლო­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ხში­რად ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მა ჩვენს მო­გო­ნე­ბებ­საც უკავ­შირ­დე­ბა, ვიხ­სე­ნებთ ჩვენს სახ­ლებს, ეზო­ებს, იქა­ურ ამ­ბებს, ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის მო­ყო­ლილ ამ­ბებს. ჩვენს თა­ო­ბა­შიც დი­დი დო­ზით არის წარ­სუ­ლი, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

სან­დ­რა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე: ჩე­მი ოჯა­ხი, ოკუ­პა­ცი­ამ­დე, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მო­საბ­რუნ­ში ცხოვ­რობ­და. მშობ­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით გვიყ­ვე­ბი­ან იქა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, ფო­ტო­ე­ბიც გვაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი და თვალ­ში­სა­ცე­მია მო­საბ­რუ­ნის ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა და გა­რე­მო, რო­მე­ლიც წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად გვაქვს. ჩე­მი მშობ­ლე­ბის­თ­ვის და ბა­ბო-პა­პას­თ­ვის იქ დაბ­რუ­ნე­ბა დღემ­დე ყვე­ლა­ზე დიდ სურ­ვი­ლად რჩე­ბა.

ჩემ­თ­ვის რა არის ოკუ­პა­ცია? პირ­ველ რიგ­ში, ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვაა გა­და­ვა­ად­გილ­დე ჩე­მი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­ცა მინ­და და სა­დაც მინ­და. ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მომ­წონს და სა­ო­ცა­რი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მიპყ­რობს, რო­ცა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას იტა­ცე­ბენ, ასა­მარ­თ­ლე­ბენ, სჯი­ან, კლა­ვენ… ეს იწ­ვევს ჩემ­ში და­უძ­ლე­ველ სიბ­რა­ზეს ოკუ­პან­ტი­სად­მი. აი, ასე­თი მძაფ­რი ემო­ციაა ჩემ­თ­ვის ოკუ­პა­ცია.

ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რომ ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვე­ხე­ბა ეს თე­მა. ამ და­სახ­ლე­ბა­ში კი, სულ რომ გინ­დო­დეს, თუნ­დაც, ერ­თი დღით გა­და­ვიწყე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის, ვერ შეძ­ლებ, რად­გან აქ თავ­მოყ­რილ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც დი­ლით, თვალს რომ გა­ა­ხელ, უკ­ვე თვალ­სა­ჩი­ნოა. აქ მშობ­ლე­ბის და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის თა­ო­ბა სულ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს, ყვე­ლა მო­გო­ნე­ბე­ბით და მო­ლო­დი­ნით ცხოვ­რობს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სახ­ლ­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ამის შემ­ყუ­რე ჩვე­ნი თა­ო­ბის­თ­ვის კი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მთავა­რი ამ მიზ­ნამ­დე მის­ვ­ლის გზე­ბის ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლიც შინ დაბ­რუ­ნე­ბაა.

მა­რი­ამ ღამ­ბა­ში­ძე, მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე: ხში­რად, ჩე­მი მშობ­ლე­ბი, დი­ლით რომ იღ­ვი­ძე­ბენ, იწყე­ბენ სიზ­მ­რის მო­ყო­ლას: სიზ­მარ­ში ახალ­გორ­ში ვი­ყა­ვი… ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა არას­დ­როს გტო­ვებს, გულ­ში სი­ცა­რი­ე­ლეა, ვე­რაფ­რით ივ­სებ და­ნაკ­ლისს, რა­საც ახალ­გო­რო­ბა ჰქვია. მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არც ეს და­სახ­ლე­ბა გაძ­ლევს – ყო­ველ დი­ლით, თვალს გა­ა­ხელ თუ არა, ხე­დავ ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ სახ­ლებს, რო­მელ­საც ერ­თ­მა­ნე­თის­გან არა­ფე­რი გა­ნას­ხ­ვა­ვებს. შე­ნი სახ­ლის იდენ­ტუ­რია ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი, შენ­სა­ვით ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პ­ლია ყვე­ლა, ვინც ამ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობს, შე­ნი ოჯა­ხი­ვით ყვე­ლა ოც­ნე­ბობს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შეძ­ლებს სა­კუ­თარ სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბას… არა­სო­დეს გტო­ვებს შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ დევ­ნი­ლი ხარ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში. და გა­დის წლე­ბი, ასე, იმის მო­ლო­დინ­ში, რომ ოდეს­მე დაბ­რუნ­დე­ბი.

თა­ვი­დან ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რომ მშობ­ლე­ბი ბავ­შ­ვებს მაღა­ზი­ა­შიც კი არ გვიშ­ვებ­დ­ნენ იმის ში­შით, რომ სახლს ვე­ღარ ვი­პო­ვი­დით. წლე­ბის მე­რე ცო­ტა შე­იც­ვა­ლა აქა­უ­რო­ბის იერ-სა­ხე, თვი­თონ მაცხოვ­რებ­ლებ­მა შე­მა­ტეს რა­ღაც სახ­ლებს და ეზო­ებს, ზოგ­მა მი­ა­შე­ნა, ზოგ­მაც გა­და­ა­კე­თა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვებ­ზე ნე­გა­ტი­ურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს – და­მერ­წ­მუ­ნეთ, რთუ­ლია, რო­ცა ყო­ველ­დღი­უ­რი გა­რე­მო არ გაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ცო­ტა ხნით მა­ინც, და­ი­ვიწყო ტკი­ვი­ლი, რო­მელ­შიც წლე­ბია ცხოვ­რობს ყვე­ლა შენ გარ­შე­მო. მე­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, მშობ­ლე­ბი­ვით შენ­თ­ვი­საც შე­უც­ვ­ლელ სურ­ვი­ლად იქ­ცე­ვა იქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია ბუნ­დოვ­ნად გახ­სოვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად გი­ზი­დავს და გიყ­ვარს.

ზუს­ტად არ ვი­ცი მო­მა­ვალ­ში რა პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ, თუმ­ცა, ერ­თი რამ ვი­ცი უდა­ვოდ — ვიბ­რ­ძო­ლებ ჩე­მი ახალ­გო­რის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ოკუ­პა­ცია არა მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი უფ­ლე­ბაა იცხოვ­რო შენს მი­წა­ზე, არა­მედ ამ უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის და­უძ­ლე­ვე­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

ქე­თი თა­თა­რაშ­ვი­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე: ოკუ­პა­ცია ჩემ­თ­ვის  ყვე­ლა­ზე მძი­მე თე­მაა, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვას­თან, უსა­მარ­თ­ლო აკ­რ­ძალ­ვებ­თან, სახლ-კა­რის იძუ­ლე­ბით და­ტო­ვე­ბას­თან, უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვას­თან. რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ იყოს, თა­ვი­დან ავი­რი­დებ­დი ასეთ მძი­მე ტრა­გე­დი­ას და არა­სო­დეს გან­ვაც­დე­ვი­ნებ­დი ათე­უ­ლო­ბით ათას ადა­მი­ანს ამ გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილს.

ჩემს სო­ფელს მო­საბ­რუ­ნი ჰქვია და ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლია, ოდეს­მე შევ­ძ­ლო ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის და­ტო­ვე­ბულ სახ­ლ­ში ჩას­ვ­ლა, მინ­და ოკუ­პან­ტი არ ად­გენ­დეს წე­სებს რო­დის, რო­გორ და სად გა­და­ად­გილ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. უმ­ძი­მე­სი თე­მაა ჩვენ­თ­ვის ისიც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გვი­წო­დე­ბენ დევ­ნი­ლებს, წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბით კი, სტა­ტუსს მუდ­მი­ვად აფორ­მებ შენს გო­ნე­ბა­ში — მუდ­მი­ვად გახ­სოვს, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის, ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი, დევ­ნი­ლი ხარ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში.

დე­მეტ­რე ჩო­ჩე­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე: რა არის ოკუ­პა­ცია და რო­გო­რია მი­სი შე­დე­გე­ბი, ეს კი­დევ უფ­რო თვალ­ხი­ლუ­ლი და ხელ­შე­სა­ხე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გახ­და. ოკუ­პა­ცია თი­თო­ე­უ­ლის ოჯახ­ში შე­მო­ვი­და, დავ­ტო­ვეთ სახლ-კა­რი. ამ მოვ­ლე­ნებ­მა, შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნებ­ში გა­ა­ჩი­ნა ძა­ლი­ან დი­დი მუხ­ტი – და­ვიბ­რუ­ნოთ ის, რაც ძა­ლით წაგ­ვარ­თ­ვეს და ის, რაც ის­ტო­რი­უ­ლად ჩვენ გვე­კუთ­ვ­ნის, და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი სახლ-კა­რი, ეზო, მი­წა. თუმ­ცა, ეს უნ­და და­ვიბ­რუ­ნოთ არა ძა­ლით, რო­გორც ოკუ­პან­ტ­მა წაგ­ვარ­თ­ვა, არა­მედ უნ­და და­ვიბ­რუ­ნოთ გა­ნათ­ლე­ბით. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში სკო­ლა­ში ხელს გვიწყო­ბენ. ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია პროგ­რა­მი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მომ­წონს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თ­ულე­ბით მუ­შა­ო­ბა. სურ­ვი­ლი მაქვს, ისე­თი რამ შევ­ქ­მ­ნა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ მსოფ­ლი­ომ კი­დევ უფ­რო ახ­ლოს გა­იც­ნოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და და­ი­ნა­ხოს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი.

სა­უ­კუ­ნის გად­მო­სა­ხე­დი­და­ნაც კი, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ ეს არის — ქვე­ყა­ნა ისე გან­ვა­ვი­თა­როთ, რომ ოკუ­პან­ტ­მაც იგ­რ­ძ­ნოს ამ კუთხით ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა. და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტერს არა ძა­ლით, არა­მედ ცოდ­ნით, გა­ნათ­ლე­ბით და გან­ვი­თა­რე­ბით.

ჩე­მი სურ­ვი­ლია, შევ­ქ­მ­ნა თა­მა­ში, სა­დაც მთა­ვა­რი რო­ლი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, უფ­რო ის­ტო­რი­ულ თე­მა­ტი­კა­ზე ვფიქ­რობ. რა­ტომ თა­მა­ში? დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა გე­ი­მე­რუ­ლი ინ­დუს­ტ­რი­ით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არას­დ­როს წა­ი­კითხავს წიგნს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, ამ თა­მა­შით გა­ი­გებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას და და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩვე­ნით.

ლუ­კა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის დი­დი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს რე­ა­ლო­ბა­შიც მძი­მედ აისა­ხა ეს მოვ­ლე­ნე­ბი. იძუ­ლე­ბით დავ­ტო­ვეთ სახ­ლი, ჩვე­ნი მი­წა და გად­მოვ­სახ­ლ­დით ახალ­გო­რი­დან წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის, დევ­ნი­ლე­ბის­თ­ვის აშენ­და. წე­რო­ვან­ში გად­მო­სახ­ლე­ბა იმან გა­და­მა­ტა­ნი­ნა, რომ შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, ჩე­მი სოფ­ლის თა­ნა­ტო­ლე­ბიც აქ და­სახ­ლ­დ­ნენ, რა­მაც კი­დევ უფ­რო მშობ­ლი­უ­რი და ახ­ლო­ბე­ლი გა­ხა­და ეს ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და უღიმ­ღა­მო გა­რე­მო.

რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ერ­თ­ჯე­რა­დი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა. ქვე­ყა­ნა­ში ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად გვახ­სე­ნებს თავს მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია, ამი­ტომ ეს არ გვაძ­ლევს არც მო­დუ­ნე­ბის და არც მშვი­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას.

რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ ან რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? ჩე­მი აზ­რით, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ ოკუ­პანტს, რომ ჩვენ არ ვართ ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი, ჩვე­ნი ღირ­სე­ბის გა­თელ­ვა ასე იოლად არ გა­მო­უ­ვათ, რომ არ შე­ვე­გუ­ე­ბით ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გ­ვას, რომ არ დავ­თ­მობთ მი­წას, რო­მე­ლიც ჩვენ გვეკუთ­ვ­ნის. რა თქმა უნ­და, ასე ად­ვი­ლი არ არის ამ თე­მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლამ თა­ვი­სი წვლი­ლი უნ­და შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. თუ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აკე­თა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მ­წი­ფო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და ოკუ­პა­ცი­ის თე­მაც უფ­რო დაძ­ლე­ვა­დი გახ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც უფ­რო ღირ­სე­უ­ლად წარ­მოვ­ჩინ­დე­ბით.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა რა არის? ოც­ნე­ბა არ მაქვს, მე ამას უფ­რო მი­ზანს ვე­ძა­ხი — მინ­და, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღო, ჩე­მი პრო­ფე­სი­ით დავ­საქ­მ­დე და, რაც მთა­ვა­რია, მინ­და, ჩე­მი წი­ნაპ­რის საფ­ლავ­ზე მის­ვ­ლა შევ­ძ­ლო!

კე­სო ჯო­ხა­ძე, მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: ოკუ­პა­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თაა, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვაა, ჩვე­ნი მი­წის მით­ვი­სე­ბაა, ამი­ტომ ოკუ­პა­ცია კი­დევ უფ­რო გიმ­ძაფ­რებს იმი­სად­მი ლტოლ­ვას და სიყ­ვა­რულს, რა­საც გარ­თ­მე­ვენ, რა­საც გიზღუ­და­ვენ. თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, ზრუ­ნავ­დე მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და იღვ­წ­ო­დე მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლია, მშვი­დო­ბა იყოს მთელ სამ­ყა­რო­ში და მინ­და, და­ვიბ­რუ­ნოთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მი­წე­ბი".


ინფორმაციის წყარო გაზეთი ''ახალი განათლება''
სტატიის ავტორი გაზათ ''ახალი განათლების'' ჟურნალისტი ლალი ჯელაძე 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება