სენაკის N1 საჯარო სკოლა ზუგდიდის ეკოჰაბის გახსნაზე მიიწვიეს
23-11-2017
დაკოპირებულია
-
+
გარემოსდაცვითი ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად ჩართული სენაკის N1 საჯარო სკოლა ზუგდიდის ეკოჰაბის გახსნაზე მიიწვიეს.
ღონისძიებაზე სკოლის CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) გუნდ „ეკოპის“ წევრმა მე-11 კლასის მოსწავლე ზურაბ გაბელაიამ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია წარმოადგინა.
ეკოჰაბების შემქნის ინიციატორია CENN. ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
ეკოჰაბები ემსახურება ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დარეგისტრირებული სკოლების გარემოსდაცვითი ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას. პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
ეკოჰაბის მიზანია ჯანსაღი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილზე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენასა და ადვოკატირებას, თემისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი იდეებისა და სამოქმედო გეგმების დასახვას – ადამიანების კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.