სიახლეები
სკოლები

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ბარბარე გოგმაჩაძემ წერის საერთაშორისო კონკურსისთვის წერილი დაწერა
05-04-2021
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ IX კლასის მოსწავლე ბარბარე გოგმაჩაძემ წერის საერთაშორისო კონკურსისთვის წერილი დაწერა. პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი ირმა ხარშილაძეა.

წარმოგიდგენთ ბარბარე გოგმაჩაძის წერილს:

„გამარჯობა, დეიდა! 

როგორ ხარ? - იმედი მაქვს, რომ მხნედ და ჯანმრთელად გრძნობ თავს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე ეტრფი სიცოცხლეს, რადგან მისი ფასი ჩვენს შინაგან „მეში“ ჩასახლებულმა სიკვდილის აჩრდილმა სრულფასოვნად შეგვამეცნებინა. ალბათ, იმასაც შეეჩვიე, თუ როგორ დაძრწის ხმაურით ჟინმორეული ვირუსი, როგორ დაბოგინებს დედამიწის ყოველ კუნჭულში და სიკვდილის ცელმომარჯვებული თესავს ბოროტებას.... გრძნობ, რომ აქვეა...გრძნობ და მთელი არსებით ებრძვი უჩინარ მტერს... 

გაიგებდი, ალბათ, დედასაც შეეყარა ვირუსი... და დღემდე ებრძვის მისგან დატოვებულ კვალს...სულ სხვა ფერებით ხედავს სამყაროს... მაშინდელი დედა ახლაც თვალწინ მიდგას: მახსოვს, როგორ შეიცვალა ერთიანად, უფრო მტკიცე და მებრძოლი გახდა...ვგრძნობდი: ფრთხილობდა, დარაჯობდა ჩვენს სიცოცხლეს, ახლობელთა სიცოცხლეს...  იმძლავრა სიცოცხლის ჟინმა, დაამარცხა სიკეთემ ბოროტება: დედა ჩვენთანაა! ...

ცხოვრებამ ერთ წელიწადში ფერი იცვალა. ყველა და ყველაფერი უფრო ძვირფასი გახდა ადამიანებისთვის. კოვიდმა ბევრი რამ შეცვალა ადამიანთა საუფლოში: ღიმილი და სიყვარული გაგვიმრავლდა ადამიანებს... სხვისი ჭირი აღარ „გვეღობესჩხირება“, თანადგომა და დახმარება ვისწავლეთ... რატომღაც მგონია, თითქოს მზეც უფრო  მხურვალე და კაშკაშა  გახდა.! ... 

ალბათ, შენც ვერ წარმოიდგენდი, რომ ნინი პირველ კლასში დისტანციურად ისწავლიდა. პანდემია რომ ასე შეუცვლიდა ცხოვრებას კალაპოტს?!...მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: ვისწავლეთ ვირუსთან ერთად ცხოვრება! ...  მოკითხვას, მოფერებას მეტი ფასი დაედო... ახლა უკვე ჩემთვის კოვიდი მონატრებასთან ასოცირდება, კი წავედი სკოლაში, მაგრამ სახლში დაბრუნებულს ასე მგონია, ხვალ ისევ დისტანციურად მომიწევს ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან ურთიერთობა. ნელ-ნელა შევეჩვიე ყოველდღიურად რაღაცის ცვლილებას. ერთადერთი რაც დამრჩა: შიშია!... შიში, რომელიც პანდემიასთან ერთად ჩამისახლდა სულში. თავდაპირველად მეგონა, რომ ამის მიზეზი ოკეანის გაღმა მყოფი, ამერიკაში დარჩენილი ლუკა იყო, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც ისიც მშვიდობით დაგვიბრუნდა და სახლშია, არ ვიცი, რატომ ვიბრძვი ისევ შიშთან!...

ფოთში კი მარტი მის სტიქიაშია!... ცივა, მაგრამ გაზაფხული მაინც თავისას შვება: ხეებზე კვირტები დაბერილან, ტყემლის ტოტები სიშიშვლეს იფარავენ და სააპრილოდ ემზადებიან. იმედია, კოვიდიც ნელ-ნელა დაიხევს უკან. მეცნიერებაც კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიკვდილთან ჭიდილში. დრო ისევ თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს!...                                                                     
ასე მგონია:  თუ დღეს არ ვიტყვი სათქმელს, ხვალ უკვე არ მექნება დრო. დრომ თვითონ წაართვა დროს დრო და ახლა ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე უკვდავებას უდრის.

იცი, ბებია როგორი ჩაფიქრებული გახდა?!...ყოველ ღამე მესმის მისი ჩურჩული, როგორ ევედრება თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნას უფალს. ნინიზე, ნიკოლოზზე და ტატოზე დარდობს. სულ რაღაცის ეშინია. შენი მონატრება კლავს, მაგრამ პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს ყველა წესს!...

იმედია, მალე შევხვდებით ერთმანეთს. ისევ შენებურად ჩამიხუტებ, ისევ დაგინამავს ცისფერ ციმციმა თვალებს ჩემი ნახვით გამოწვეული სიხარულის ცრემლები. იმედია...     
შენი ბარბარე!“

წელს „წერის საერთაშორისო კონკურსის“ 50 წლის იუბილე აღინიშნება. კონკურსში ყოველწლიურად 1,2 მილიონი ბავშვი იღებს მონაწილეობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყნიდან.  ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციაა ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება