მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიული განათლების ევროპის კვირეულის ფარგლებში, ფერმერთათვის და სფეროში ჩართული პირებისათვის, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი საკვალიფიკაციო პროგარმების პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი პროფესიები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ეხმიანება ევროპის კვირეულს და მიზნად ისახავს, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ აქტივობათა შედეგების წარდგენას დაინტერესებული მხარეებისთვის.
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა გახსნეს. ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია ოპტიმიზებული კვალიფიკაციების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, განახლებული სასწავლო რესურსებისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების ირგვლივ.
პროფესიული განათლების რეფორმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება სოფლის მეურნეობის დარგზე, რადგან იგი საქართველოს ეკონომიკის განვითარების აუცილებელი ნაწილია. ამ მიმართულებით ქვეყანას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, არსებობს მოთხოვნა სპეციალისტებზე, ხოლო კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა