მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი მაია არახამია) ინიციატივით აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
„მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრება საინტერესოა!“ - ღონისძიებას შეუერთდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, პროექტ eTwinning -ის ჯგუფის წევრები - ხელმძღვანელი: იზოლდა ხვიჩავა და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021- ის“ ეკო კლუბელები - ( ხელმძღვანელი მზია ქარდავა).
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს კონფერენცია, მოამზადეს პრეზენტაციები, მოიწვიეს ექიმი და სპეცმასწავლებელი (ცნობიერების ამაღლების კუთხით) შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, ნახატები, ვიდეორგოლები.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.