სიახლეები
სკოლები

„We always remember our teacher“ - თბილისის N108 სკოლაში ინგლისური ენის საუკეთესოდ მცოდნე მოსწავლეები გამოავლინეს და წაახალისეს
05-04-2021
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურზე გამოცხადებულ კონკურსში - „We always remember our teacher“ გამარჯვებული მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი სკოლაში უკვე მესამე წელია ტარდება და ინგლისური ენის მასწავლებლის, ინესა ქოჩარიანის გახსენებასა და ინგლისური ენის საუკეთესო მოსწავლეთა გამოვლენა-წახალისებას ემსახურება.

„კონკურსი ტარდება 2018 წლიდან, რომელშიც მონაწილეობენ ინესას ყოფილი მოსწავლეები. კონკურსს, ინესას ოჯახის თხოვნით, სიმბოლურად აფინანსებს მასწავლებლის ოჯახი და წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი. 

შარშან, პანდემიის გამო, კონკურსი არ ჩატარდა. წელს კონკურსის ფინალში გამოვლინდა 6 (ექვსი) საუკეთესო მოსწავლე: VII კლასიდან ლუკა ჩოკოშვილი და ლუკა აბაშიძე; VIII კლასიდან გვანცა რუაძე და  სპარტაკ ჯულუხიძე;  IX კლასიდან მერი ჯანაშვილი და გიორგი აბდალაძე, რომლებსაც ინესა მასწავლებლის შვილმა ანა ქოჩარიანმა გადასცა „ბიბლუსის“ 50 ლარიანი ვაუჩერი. წარმატება მათ და მადლობა ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისათვის. 

საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს მოსწავლეებმა ინესა მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილები, ხოლო კოლეგებმა - მისი პროფესიონალიზმი. ნახეს ინესას მიერ ჩატარებული გაკვეთილიც.

ინესა უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა, თუმცა არასდროს დაუწუწუნია, ძლიერი  და სიკეთის სავსე ადამიანი იყო. სამწუხაროდ, საშინელი სენის წინაშე ინესას მებრძოლი სული უძლური აღმოჩნდა, თუმცა მასწავლებელი იმ ქვეყნიდანაც ზრუნავს მოსწავლეთა წარმატებისათვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება