მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წელს, სომხეთის სამოციქულო ეკლესია 4 აპრილს აღნიშნავს იესო ქრისტეს აღდგომას. სწორედ ამიტომ ნინოწმინდის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის, სომხური ენის მასწავლებელმა არმენუჰი ისპირიანმა, მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა ღონისძიება, რომელიც აღდგომის დღესასწაულს მიუძღვნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ტრადიცია წარმოგვიდგინეს:
„აღდგომის დღესასწაულს ზადიკი ეწოდება, რაც სულიერ გამოცოცხლებას, ცოდვებისაგან თავის დახსნას და უფალთან დაბრუნებას ნიშნავს. აღდგომის ტრადიციები დროთა განმავლობაში არ შეცვლილა. ამჟამად, სააღდგომო სუფრა თითქმის უცვლელად არის შემონახული. სააღდგომო მაგიდას ხშირად ამშვენებს ჯეჯილი, რომელიც დღესასწაულის წინ მოჰყავთ. ბრინჯის ფლავი ჩამიჩით, მდინარის თევზი - ქრისტიანობის სიმბოლო, სხვადასხვა სახეობის ფხალეულობა და მწვანილი, ქადა,პასკა დაწნული, უკრემო ნამცხვარი და წითელი ღვინო....
კვერცხების შეჯიბრება, სააღდგომო ზეიმის სახალისო და განუყოფელი ნაწილის წარმოადგენს, ვისი კვერცხიც გაიმარჯვებს, მან თან უნდა წაიღოს დამარცხებულის გატეხილი კვერცხი....
აღდგომა ოჯახური დღესასწაულია და ყველა ოჯახში ტრადიციულად აღინიშნება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
გთავაზობთ ვიდეო მასალას:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.