TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ...“ - ვანის N2 საჯარო სკოლაში ტიციანობა აღნიშნეს
05-04-2021
-
+


ვანის N2 საჯარო სკოლაში ტიციანობას ღონისძიება მიეძღვნა - ადგილობრივი სასკოლო საზოგადოებისთვის ეს უკვე ტრადიციადაა დამკვიდრებული და მოსწავლეებიც სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ, გადმოსცენ მწერლის ღვაწლი სამშობლოსა და საკუთარი ხალხის წინაშე.

2021 წლის 2 აპრილიც არ გახლდათ გამონაკლისი - ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტიციანის მონუმენტთან ამონარიდები წაიკითხეს მისივე შემოქმედებიდან, ისაუბრეს მის ღვაწლზე და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ქართველი მწერლის ხსოვნას.  

ტიციან ტაბიძე დაიბადა ჭყვიშში, 1895 წლის 2 აპრილს. 1905 წლიდან სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში; 1911 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა; ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე. 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება