სიახლეები
სიახლეები

დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებლები კონკურსის გარეშე დაასაქმოს
21-07-2021
-
+


ცნობილია, რომ ის პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებიც ტესტის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, სკოლას დატოვებენ და მათ სამუშაო ადგილზე, სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სკოლაში ვაკანსია უნდა გამოცხადდეს. როგორ ცხადდება კონკურსი და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს მკაცრადაა გაწერილი.

შიდა და ღია კონკურსი ცხადდება სკოლაში მასწავლებლის, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებლის (შემდგომში – მასწავლებელი)  ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს,  ხოლო შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამის სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელს.

„სკოლის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ პოზიციაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული პოზიცია კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური; სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში არსებული ვაკანტური  პოზიცია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე“.

კანონით, ასეა - სკოლა ჯერ შიდა კონკურსით ავსებს ვაკანსიას და მხოლოდ ამის შემდეგ აცხადებს ღია კონკურსს, ვაკანტური პოზიციის შესავსებად.

„სკოლაში კონკურსის გამოცხადება ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალურi ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, რომლითაც, ასევე განისაზღვრება კონკურსის ვადები, პირობები, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და სხვა.

განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე – http://teacherjobs.ge/-ზე, ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სკოლაში ყველა მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

ასევე, სკოლა უფლებამოსილია, ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სკოლის ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.

კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება კი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შესაბამისი სკოლის დასახელებას;

ბ) ღია კონკურსის წესით შესავსები მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და საგნის/კლასის მითითებას;

გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) ინფორმაციას სამუშაო საათების  შესახებ;

ე) ინფორმაციას სავარაუდო შრომის ანაზღაურების შესახებ;

ვ) შესაბამისი  სკოლის საკონტაქტო ინფორმაციას;

ზ) სამუშაოს დაწყების თარიღს;

თ) განცხადების წარდგენის ბოლო ვადას;

ი) სხვა ინფორმაციას სკოლის გადაწყვეტილებით.

განცხადებების წარდგენის ვადა განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც არ შეიძლება იყოს ათ კალენდარულ დღეზე ნაკლები.

თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, სკოლის დირექცია უფლებამოსილია, მასწავლებელი ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაასაქმოს, „სკოლის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად და გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

ბაღებში ყველა ბავშვის პორტფოლიო უნდა შეიქმნას - დოკუმენტი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება