მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორის ნათელა ბახტაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- რა არის სკოლა...
- სკოლა არის მოსწავლის აღზრდა - განათლების უმნიშვნელოვანესი კერა. სკოლიდან იწყებს მოსწავლე ურთიერთობებს თანატოლებთან, უფროსებთან, სწავლობს შრომის ფასს, აანალიზებს და განასხვავებს სიკეთეს და ბოროტებას, შრომისმოყვარეობას და სიზარმაცეს... სკოლა ადამიანის განვითარებისა და ადამიანად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ტაძარია, სადაც მასწავლებელი პირადი მაგალითია მოსწავლისათვის!
- ცოდნა გვანიჭებს...
- ძალას, ბედნიერებას, გაბედულებას, პრობლემების მოგვარებას, სურვილების ახდენის შესაძლებლობას... „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი“ (დ.გურამიშვილი).
- მომავალ თაობას სჭირდება...
- უპირველესად ზნეობრივი აღზრდა, რომელიც საუკეთესო განათლებაზე იქნება დაფუძნებული.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- მქონდა სურვილი გავმხდარიყავი პედაგოგი და ჩემი წვლილი შემეტანა მომავალი თაობის აღზრდა - განათლებაში, სკოლის შემდგომ განვითარებაში. 1986 წლიდან ვარ პედაგოგი, მახარებს და მეამაყება ჩემი მოსწავლეების მნიშვნელოვანი წარმატებები, ისინი დღეს არიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ და შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს.
- დირექტორობა მეხმარება...
- მეხმარება და მავალებს კიდეც ვიყო პირადი მაგალითი, როგორც მოსწავლეებისთვის ისე თანამშრომლებისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდე საუკეთესო განათლების მიღების სურვილით.
მინდა დავუფასო წარმატებები, როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს. თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს სკოლის საერთო წარმატების თანამონაწილედ თავს, რაც ნამდვილად იგრძნობა მათში. დირექტორობა მეხმარება სკოლის მიზნების განვითარების განხორციელებაში.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ ჩემი დასახული მიზანი იყოს შედეგზე ორიენტირებული, რაც არ უნდა დიდ შრომას მოითხოვდეს ის.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- ადამიანი იყოს ტოლერანტი, მიზანდასახული, შემოქმედი, საქმეზე ორიენტირებული, რომელსაც დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით მოეკიდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს