სიახლეები
სიახლეები

პედაგოგისთვის სტატუსის დანამატის დარიცხვა, მოსწავლის ვაუჩერის გათანაბრება, ავტორიზაციის საფასური... - რას ითხოვენ კერძო სკოლები?
09-04-2021
-
+


საქართველოს რეგიონალური კერძო სკოლებისა და საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის წევრები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს 13 პუნქტიანი წინადადებით მიმართავენ და მოითხოვენ, კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის გამოყოფილი ვაუჩერი გაუთანაბრდეს საჯარო სკოლის მოსწავლის ვაუჩერს, ასევე მასწავლებლისთვისთვის სტატუსისთ განსაზღვრული დანამატი კერძო სკოლის პედაგოგებსაც დაერიცხოთ და ზოგადად მათი სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითი გახდეს და ა.შ.

etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარისადმი საქართველოს რეგიონალური კერძო სკოლებისა და საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის წევრების მიმართვას:

„1. პირველი პრობლემა ეხება მოსწავლეთა დაფინანსების საკითხს, კერძო სკოლის მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი (წლიური 300 ლარი) მნიშვნელოვნად ჩამორჩება საჯარო სკოლაში სწავლის შემთხვევაში გამოყოფილ ვაუჩერს (წლიური 500-800 ლარი). ვინაიდან ვაუჩერი არის მოსწავლის და არა რომელიმე სკოლის, იგი არ უნდა მცირდებოდეს თუ მოსწავლე კერძო სკოლაში სწავლას აირჩევს. იმ დროს, როდესაც კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები თანაბარი დაფინანსებით სარგებლობენ. ეს პროცესები დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს დაიწყო, იმისათვის რომ კერძო სკოლებისთვის ვაუჩერი შეემცირებინათ შემოიღეს საბაზო ვაუჩერის ცნება. საბაზო ვაუჩერი 300 ლარით განისაზღვრა, ხოლო საჯარო სკოლებს თითქმის გაორმაგებული ვაუჩერის გარდა აქვთ დამატებითი საბაზო და პროგრამული დაფინანსება.

2. მეორე პრობლემაც დაფინანსების საკითხს ეხება, კონკრეტულად კი მასწავლებელთა დანამატებს, რომელსაც განსაზღვრავს მასწავლებლის სტატუსი. კერძო სკოლებს უჭირს უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის შენარჩუნება, ვინაიდან სახელმწიფო მათ დანამატს არ ურიცხავს კერძო სკოლაში მუშაობის შემთხვევაში, ხოლო მცირებიუჯეტიანი კერძო სკოლა თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს გაუტოლოს მათი ანაზღაურება საჯარო სკოლის ანაზღაურებას. თუ მასწავლებელი ასრულებს სახელმწიფოს მოთხოვნას, კონკრეტულად მასწავლებელთა სქემის მოთხოვნებს, იმაღლებს სტატუსს (უფროსი,წამყვანი,მენტორი) და მას ამისთვის ეძლევა „სტატუსის დანამატი“, ეს დანამატი უნდა მიიღოს ყველგან - სახელმწიფო თუ კერძო სკოლაში! ( თუ საჯარო სკოლის მასწავლებელი ორ სკოლაში მუშაობს, იგი დანამატს ორივე სკოლიდან იღებს, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელი ერთ სკოლაშიც არ ღებულობს სტატუსის დანამატს).

3. ასეთივე მიდგომას ვაწყდებით კომპიუტერებთან და სახელმძღვანელოებთან დაკავშირებითაც. კერძო სკოლის მოსწავლეებს არ ურიგდებათ სასკოლო სახელმძღვანელოები, სასწავლო კომპიუტერებს არ იღებენ არც პირველ კლასში შესვლისას და არც საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრების შემთხვევაშიც. სახელმწიფო თუ საჯარო სკოლაში სწავლის დროს მოსწავლის მხარდამჭერად გამოდის, ასევე უნდა იყოს კერძო სკოლის მოსწავლის მიმართაც. ამასთან დაკავშირებით ძალიან ცუდ პრაქტიკას აქვს ადგილი, თუ დაწყებითი კლასის მოსწავლე საჯაროდან კერძო სკოლაში გადმოდის, მას საჯარო სკოლა უკან აბრუნებინებს კომპიუტერს, რაც ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს ბავშვზე.

4. პრობლემას წარმოადგენს კერძო სკოლების ავტორიზაციის საკითხი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მზადდება ცვლილებები რომლის მიხედვით, კერძო სკოლებს 3 სტანდარტის ნაცვლად 4 სტანდარტის შესრულება მოუწევთ, მე-4 სტანდარტი კი ითვალისწინებს პროგრამული აკრედიტაციის საკითხების (აკრედიტაცია კანონის მიხედვით ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის ნებაყოფლობითია) დაკმაყოფილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ რთული პროცესი კიდევ უფრო რთულდება კერძო სკოლებისთვის, მაშინ, როცა საჯარო სკოლებს გადაუვადეს ეს ვალდებულება 2026-2027 სასწავლო წლამდე, რადგან ამ სამ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ. ამ კუთხითაც აშკარად იგრძნობა არათანაბარი დამოკიდებულება. აქ ჩვენი თხოვნაა სანამ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, აუცილებლად ჩართონ ჩვენი წარმომადგენლები განხილვებში.

5. გადასახედია ავტორიზაციის მინიჭება/არ მინიჭება/გაუქმების პროცედურები. თუ კერძო სკოლამ ავტორიზაცია მიიღო 6 წლით, მისი ჩამორთმევა უნდა ხდებოდეს უკიდურეს შემთხვევებში, რაც წინასწარ უნდა იყოს გაწერილი! სტანდარტები ძალიან ზოგადია, არ არის გაწერილი კონკრეტული ინდიკატორები, პროცესი აბსოლუტურად დამოკიდებულია ექსპერტების პოზიციაზე, მათ კეთილგანწყობასა თუ ხასიათზე, რომ არაფერი ვთქვათ, მათ პროფესიონალიზმზე.

6. მოიმატა ავტორიზაციის საფასურმა (თითქმის გაორმაგდა), რაც კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებს კერძო სკოლას. ავტორიზაციის გავლის საფასური თუ 5500 ლარი იყო, ახლა შემოტანილია დაფინანსების ახალი ფორმულა და მოხდა საფასურის გაორმაგება, ავტორიზაცია განსაკუთრებით გაძვირებულია რეგიონის სკოლებისთვის, ვინაიდან ემატება სამივლინებო ხარჯები. მე-4 სტანდარტის დამატება, რა თქმა უნდა, კიდევ გააძვირებს ავტორიზაციის გადასახადს.

7. უნდა აღინიშნოს რომ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ ჩართვა ყოველვის ნებაყოფლობითი იყო კერძო სკოლებისთვის, 2020 წლის 26 ივნისის მთავრობის დადგენილება N390-ით კი სავალდებულო გახდა. კერძო სკოლების უმრავლესობას სტატუსების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვს და მასწავლებლის მუშაობას არ აფასებენ სტატუსების მიხედვით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სქემაში ან „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესში“ (რომლის მიღებასაც წელს იგეგმება), კერძო სკოლის მასწავლებლის ჩართვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

8. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-4 მუხლი მოითხოვს, რომ კერძო სკოლის მასწავლებელმა შეასრულოს ისეთი პროფესიული ვალდებულებები, რომელიც არც უსწავლიათ და საჯარო სკოლებშიც ახლა მიდის მესამე თაობის ესგ-ს დანერგვის პროცესი, იგივე “ახალი სკოლის მოდელი”. მაგალითად, თემატური მატრიცებისა და კომპლექსური დავალებების შექმნა, სოლო ტაქსონომიით მოსწავლეთა შეფასება. ეს პროცესი საჯარო სკოლებშიც ძალიან რთულად მიმდინარეობს, როდესაც კვირაში 3-ჯერ 2-2 საათიან ტრენინგს ესწრებიან და უკუკავშირიც აქვთ. ვფიქრობთ, სანამ “ახალი სკოლის მოდელის” დოკუმენტი არ დამტკიცდება და არ მიიღებს საბოლოო სახეს, კერძო სკოლის მასწავლებლებს პროექტში ჩართვის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეთ.

9. ვიზღუდებით კადრების აყვანის დროსაც: შესაძლებელია “ვიპოვოთ” საგნის პროფესორი და სკოლაში მას 9 საათზე მეტს ვერ მივცემთ და ვაფორმებთ მოწვეულ მასწავლებლად (მოწვეული მასწავლებელი - პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არა უმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა).

10. ვფიქრობთ, რომ კერძო სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეთ სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს და არ უნდა იყოს საჭირო ყველაფრის სამინისტროსთან შეთანხმება. მაგ.:

ა) ესგ წერს რომ “კერძო სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის - 30 კვირაზე ნაკლები” განათლების კანონით კი ეს საკითხი მინისტრთან უნდა შეთანხმდეს - როდის დაიწყებს სკოლა სასწავლო წელს.

ბ) ზოგადი განათლების კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამბობს: “კერძო სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საგანი შესაძლებელია ისწავლებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილისაგან განსხვავებული სქემით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სკოლას უფლება არ აქვს საფეხურის ფარგლებში საერთოდ ამოიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო საგანი.” ხოლო მუხლი 56 გვეუბნება, რომ სამინისტროსთან უნდა შევათანხმოთ - “მოდელი III - საათობრივ ბადეს შეიმუშავებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავისი შეხედულებისამებრ და სამინისტროში წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლის მიერ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტის შედეგების მიღწევას”.

გ) ასევე სამინისტროსთან უნდა შევათანხმოთ მოსწავლეთა შეფასების სისტემა, მუხლი 32 “ვარიანტი II-ის არჩევის შემთხვევაში, სკოლამ სამინისტროში უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, ასევე სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების ტიპობრივი დახასიათება და ჯამური მინიმალური რაოდენობა.”

დ) ასევე გაუგებარია სამინისტრო რატომ უნდა უწესებდეს კერძო სკოლებს - შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას (მუხლი 56) .

11. საქართველოში სულ 224 კერძო სკოლაა, უმეტესობა ფუნქციონირებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე - ხან ბიზნესად გვთვლიან, ხან ამბობენ, რომ ვინაიდან საქმე გვაქვს მოზარდების განათლებასთან და აღზრდასთან, არ ვართ ბიზნესი. ეს საკითხიც დასარეგულირებელია.

12. სახელმწიფოს უნდა ქონდეს კერძო სექტორის დახმარების პროგრამა კერძო სკოლების მიმართულებითაც. ამ დროისათვის არსებობს გამოუყენებული/მიტოვებული ფართები და არის შესაძლებლობა გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცეს კერძო სკოლებს. გვყავს კერძო სკოლები რომლებიც უკვე წლებია, იჯარით არიან განთავსებული სახელმწიფო შენობებში და იქნებ იყოს შესაძლებლობა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების, თუ უსასყიდლოდ გადაცემა ვერ მოხერხდება? დაგვერწმუნეთ, კერძო სკოლის სარგებლობაში გადმოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება იქნება მოვლილი და შენახული, ამასთან ფართის გადმოცემა ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდების სწავლა-განათლების საქმეს, გარდა ამისა, შენარჩუნებულ იქნება რეგიონის კერძო სკოლების მომავალიც.

13. კერძო სკოლის მასწავლებლებს ჯანმრთელობის საბაზისო დაზღვევაც არ აქვთ და ისინი სახელმწიფოსგან დაწესებული ამ შეღავათითაც არ სარგებლობენ.

დასასრულს, დავამატებთ, რომ პანდემიამ, როგორც ყველა, ჩვენც ძალიან დაგვაზარალა, განსაკუთრებით რეგიონის მცირებიუჯეტიანი სკოლები. დავკარგეთ მოსწავლეები, რომელთა მშობლები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ბევრმა მშობელმა არ გადაიყვანა - სიტუაციის გამოსწორების იმედად, მაგრამ სწავლების თანხას ვერ იხდიან. ყველაფერთან ერთად 15 თებერვლიდან მასწავლებელთა დატვირთვა თითქმის გაორმაგდა, რადგან კონტაქტურ სწავლებასთან ერთად დისტანციური სწავლებაც ძალაშია და მასწავლებლებს შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ.

ჩვენი სურვილია, როდესაც კომიტეტში მოხდება სასკოლო განათლების საკითხების განხილვა, რომელიც კერძო სკოლებს ეხება, გაითვალისწინოთ ჩვენი წარმომადგენლების პროცესებზე დასწრებაც.

შევეცადეთ, მოკლედ გადმოგვეცა ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რაც დღეისათვის ძალიან გვაწუხებს. იმედი გვაქვს ითანამშრომლებთ ჩვენთან დაგვეხმარებით“ - წერია მიმართვაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
სწავლების ყველაზე მარტივი მეთოდები უცხოელი პედაგოგებისგან 

ცვლილებები მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით - ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

2025 წლის მთავარი ფერი ცნობილია - რა ტონებში და როგორი უნდა იყოს სადღესასწაულო ჩაცმულობა

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

სიახლეები
საზოგადოება