მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივასა და ონლაინ-სწავლებას; რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორს - ნუგზარ ჯომიდავას ესაუბრა
- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- როგორც სკოლის დირექტორს მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იდეაა, დადებითი შედეგები მოჰყვება ნამდვილად, რადგან ამით გაიზრდება სკოლის ავტორიტეტი.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს - რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?
- აბიტურიენტებს ვურჩევდი გამოცდებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ; ბევრი იკითხონ, ბევრი იმეცადინონ და ყველაფერს მიაღწევენ.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- ძალიან კარგია ელექტრონული ჟურნალი, მომავალში უფრო დაიხვეწება და უკეთესი იქნება. თითქმის ყველა პედაგოგი შეეჩვია ელექტრონულ ჟურნალს, იციან მასში მუშაობის სპეციფიკა და ტექნიკა.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- მთავარია, გამძლეობა ჰქონდეთ და ყველა წინაღობის გადალახვა შეიძლება, მით უმეტეს, სახელმწიფო მაქსიმალურად გვეხმარება და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“