სიახლეები
სამასწავლებლო

„ბავშვებს მეტი სტიმული გაუჩნდებათ, კარგად ისწავლონ“- ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დირექტორები აფასებენ
05-04-2021
-
+


ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.

როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:

ეკა ესიავა, აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- საშუალოდ ვაფასებ, ერთი მხრივ თუ შევხედავთ, არ მინდა, მოსწავლე გახდეს მხოლოდ ნიშანზე ორიენტირებული, რადგანაც ცოდნა ყველაზე აუცილებელია; მეორე კუთხით თუ შევაფასებთ, მაშინ შეიძლება, მოსწავლეს უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდეს კარგად სწავლის სკოლაში.ასე რომ  მოსაზრება ამასთან დაკავშირებით მაქვს საშუალო.

რევაზ კორძახია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის, აბაშის მუნიციპალიტეტის, ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი:  

- ძალიან დიდი ნახტომია და დადებითად ვაფასებ ამ ყველაფერს; მოგეხსენებათ, სწავლა სკოლაშივე ინერგება, ბავშვს შეიძლება, ემოციურმა ფონმაც სძლიოს და ეროვნულ გამოცდებზე დაიბნეს, ამიტომ ვფიქრობ, კარგი მოსწავლის შედეგების გათვალისწინება აუცილებელია.

ეთერი ნადირაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მე ძალიან მომწონს ეს ინიციატივა, რადგანაც ვფიქრობ, გაზრდის სკოლის მნიშვნელობას მოსწავლეებში.

მერაბ ჯიჯელავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მომწონს ეს ინიციატივა და თუ დაინერგება, ბავშვებს მეტი სტიმული გაუჩნდებათ, რათა კარგად ისწავლონ, სკოლის როლი გაიზრდება და ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა - ბავშვებს ავუმაღლოთ ცოდნა; ამიტომ ვფიქრობ, ეს ინიციატივა ძალიან კარგი იქნება მომავალში.

მიხეილ ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- მივესალმები ამ ინიციატივას, რადგანაც არ მომწონს ფაქტი, რომ მოსწავლეს შეუძლია, მხოლოდ ის კონკრეტული საგანი აიღოს, რაც აინტერესებს; ახლა ზოგადი უნარებიც არ ბარდება, არადა, მიმაჩნია, რომ მათემატიკური აზროვნება არის მნიშვნელოვანი, ამ ინიციატივით კი, ვფიქრობ, მოსწავლეს უჩნდება მეტი სტიმული, ყველა საგანი წარჩინებით ისწავლოს. ყველა წამყვან სახელმწიფოში ორიენტირებულები არიან,  ნიჭიერ მოსწავლეებს მისცენ მეტი სტიმული, ამიტომ ასევე ვფიქრობ, რომ წარჩინებულ სტუნდენტს, უნდა ჰქონდეს შანსი, მაგისტრატურაში უფასოდ ისწავლოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება