ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღე აღნიშნეს. სკოლაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ და ამ მიმართულებით გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღეს სკოლის ეკოკლუბის წევრებმა „ძირქვა“ სხვადასხვა ღონისძიება მოაწყვეს.
„ტრენერებმა ნინო თავართქილაძემ და ნანა თავართქილაძემ ისაუბრეს ნარჩენების გადამუშავებასა და გლობალურ გამოწვევებზე. ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე, ასევე საჭმლის ნარჩენებით გამოწვეულ საფრთხეებზე, 3R პრინციპსა და მის ეტაპებზე ისაუბრეს. ტრენერებმა წარმოადგინეს მასალა იმ წარმოუდგენელ ფაქტებზე, რომელსაც იწვევს გადაუმუშავებელი ნივთები და გადამუშავების დადებით მხარეები გააცნეს მოსწავლებს.
ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს რომ მაკულატურის აქტიურ შეგროვებასთან ერთად შეაგროვონ ელემენტებიც, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს გარემოს და შემდეგ სპეციალურ გადამამუშავებელ ქარხანაში მიიტანონ.
ეკოკლუბის წევრები შეეცადნენ თავიანთ სახლებში არსებული ძველი და გამოუყენებელი ნივთებისთვის მიეცათ ახალი სიცოცხლე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
გთავაზობთ, მოსწავლეების მიერ გამოუყენებელი ნივთებისთვის ახალი სახის მიხემის რამდენიმე მაგალითს.