მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში.
მასწავლებელმა, ნონა ფარულავამ, მე-2გ კლასის მოსწავლეებს ქართულ ენის გაკვეთილზე მისცა მითითებები, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ კომპლექსური დავალება საგაკვეთილო თემაზე - „სახალისო დავალება“, რომელიც ეხებოდა ცხოველებს.
მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ინფორმაცია მათთვის საყვარელ ცხოველებსა და მათ ნაშიერებზე; ამობეჭდეს სურათები, აკინძეს წიგნად, მოიწვიეს ცხოველების მოყვარული ბავშვები და კლასელებთან ერთად მოაწყვეს პრეზენტაცია.
ბავშვებმა ისაუბრეს, როგორ პირობებში ცხოვრობენ ცხოველები, როგორ ზრუნავენ ნაშიერებზე, რით იკვეთებიან, რამდენ წელს ცხოვრობენ, რით არიან საინტერესო, რა შეიტყვეს ახალი მათ შესახებ, რა მსგავსება და განსხვავება აღმოაჩინეს და ა.შ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, იმსჯელეს და ამ ფორმატით, პრეზენტაციას დაუვიწყარი სახე მისცეს, ბოლოს კი საყვარელმა ნონა მასწავლებელმა პროექტორით უჩვენა დოკუმენტური ფილმი „ველური ბუნება“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.