სიახლეები
სიახლეები

სამტრედიელი ახალგაზრდის გზა წარმატებისკენ
06-04-2021
-
+


თემურ ფხაკაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ის აქტიურადაა ჩართული KIU-ს პროექტებში. ამჟამად, თანატოლებთან ერთად მონაწილეობას იღებს „Visual Math Fest”-ში და კონკურსის ნახევარ ფინალშია. ამ პროექტის საშუალებით ცდილობს ადამიანებს დაანახოს, რომ მათემატიკა ესთეტიკური, შემოქმედებითი და ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც სამყაროს კანონზომიერებებს სწავლობს.

„Kiu Students vs High Schools“-ის ფარგლებში, მათემატიკური ამოცანა წარადგინა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა და ახლა უკვე მოსწავლეების მიერ შესრულებულს თავადვე ამოწმებს. ამბობს, რომ ეს პროექტი ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. თემური, ასევე, მონაწილეობას იღებდა “Math Winter School”-ში, სადაც მათემატიკის საკითხებს უფრო სიღრმისეულად გაეცნო. „Competitive  Programing  Club“ ოლიმპიური პროგრამირების კლუბი კი ერთ-ერთ იდეალურ საშუალებად მიაჩნია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გაუმჯობესებისათვის. 

მიზანდასახული ახალგაზრდამ სამტრედიის N3 საჯარო  სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. წარჩინებული მოსწავლე სწავლის პარალელურად, ახერხებდა კლასგარეშე ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას. ამას ის უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი/ოლიმპიადა მოწმობს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა და წარმატებებსაც აღწევდა. ათეულობით პროექტს შორისაა: „გეოგრაფიული ვიქტორინა“, „სიკეთე გადამდებია“ , „ჩვენ ვქმნით ტურისტულ სააგენტოს“, კონფერენცია „მსოფლიოს უძველესი ქალაქები“, ასევე, განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ, „განათლების მიღების  მეორე შესაძლებლობა  სოციალური  ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები,  ინტელექტუალური თამაშები: „რა სად როდის“, „ტვინების ბრძოლა“, ნატოს ეგიდით გამართული საბრძოლო (ხომალდების) გემების საგანმანათლებლო ტური. თემური, ასევე, გახლდათ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის“ სრულუფლებიანი წევრი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უამრავი აქტივობა ხორციელდებოდა, მათგან „იმიტირებულ სასამართლოს“ გამოარჩევდა. ამ უკანასკნელმა მას უდიდესი გამოცდილება შემატა. 

სკოლის ბოლო საფეხურზე, მაშინ, როდესაც ცხოვრების მთავარი პროფესია უნდა აერჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო. KIU იმთავითვე მის გამოწვევად იქცა. ბავშვობიდან ოცნებობდა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებაზე. მსოფლიო დონის საუნივერსიტეტო ქალაქში ჩაბარება მიზნად დაისახა და ოცნება რეალობად ექცა. მშობლიურ იმერეთში პროგრამას გერმანული საგანმანათლებლო მოდელით გადის. უნივერსიტეტმა სწავლისა და ულტრათანამედროვე კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დაუფინანსა, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია. ყველა ეს შესაძლებლობა თემურისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივაციას უზრდის.

„გაოცებული ვარ იმ სინამდვილით, რომელიც KIU-ში დამხვდა. საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხსა და ზოგადად, უნივერსიტეტზე წარმოდგენა თავიდანვე დიდი მქონდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. აქ საშუალება მაქვს, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად ჩავერთო საინტერესო პროექტებში, მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დამიფინანსა და დამინიშნა ყოველთვიური სტიპენდია ძალიან მახარებს. დაწესებული შეღავათები სტიმულს მაძლევს. მჯერა, რომ KIU-ში მიღებული ცოდნა ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო. მე მჯერა ჩემი მომავლის.“ - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი თემურ ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. 

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება