ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი წლიურ ანგარიშს გვიზიარებს
ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი სკოლის 2020-2021 წლის წლიურ ანგარიშს გვიზიარებს. სკოლაში, სასწავლო წლის მანძილზე უამრავი პროექტი განხორციელდა. კვალიფიკაცია აიმაღლეს პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც.გაეცანით ანგარიშს:„COVID-19-ის ეპოქაში მსოფლიო დიდი კრიზისის და გამოწვევების წინაშე დადგა. თითქმის ერთ წლიანმა ცვლილებებმა - არასასურველმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და გრძელვადიანმა თვითიზოლაციამ - სკოლის მმართველ რგოლს გვაიძულა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მყისიერად გვემოქმედა. შექმნილ ვითარებაში, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახდა შეგვენარჩუნებინა სწავლა-სწვლების უწყვეტი პროცესი. გავხდით უფრო მეტად ავტონომიურები, კრიზისულ სიტუაციაში შევაფასეთ, როგორც სკოლის, ისე მოსწავლის საჭიროებები, მოვახდინეთ რეაგირება, ადაპტირება, არ ჩამოვრჩით ტემპს და სასწავლო პროცესი ვმართეთ ციფრულად.
საჭიროებიდან გამომდინარე, გავაძლიერეთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვავითარეთ უკვე დანერგილი პლატფორმები, პროგრამები და მეთოდოლოგია. ონლაინ სწავლება, მართვა, პროცესები და მიღწევები, ესგ (ეროვნული სასწავლო გეგმა).
2020 წელს ონლაინ სასწავლო პროცესი მიმდინარებდა უწყვეტად, მუდმივად განახლების და გაუმჯობესების რეჟიმში: თანამედროვე ტექნოლოგიების; ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიის; მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების; პროექტული სწავლების; ფუქნცია-მოვალეობების სწორი დელეგირებისა და პროცესების ეფექტიანი მართვის მეშვეობით. სასკოლო პროცესების მართვის ელექტორნული სისტემები, დაინერგა შემდეგი ციფრული პლატფორმები: მასწავლებელთა ელექტრონული პორტფოლიო; ედუფეიჯი - მოსწავლის ელ. ჟურნალი; კორპორაციული მიმოწერის სისტემა. EXTRA კურიკულუმი.
ესგ-თი განსაზღვრული საგნების გარდა, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ სამივე ფილიალში, ონლიან სწავლების მიუხედავად, აქტიურად გაგრძელდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის საჭირო საგნების სწავლება:
ბიზნეს განათლება - I-XII კლასი
STEM განათლება - III-XII კლასი
2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრში სამივე ფილიალში, III-VI კლასებში, დაინერგა ახალი საგანი: მომავლის პროფესიები. იგი კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: რობოტოტექნიკა; ელექტრონიკა; პროგრამირება; 3D მოდელირება;
Google-ის პროგრამების შესწავლა (Sheets,Slides,Docs,Forms); Wix.com; Canva.
აქტიურად ვაგრძელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესს, როგორიცაა IB და Cambridge პროგრამების დანერგვა. ინოვაციური და არაფორმალური განათლება უწყვეტად გაგრძელდა ინოვაცუირი და არაფორმალური განათლების აქტივობები.
შიდა სასკოლო პროექტები: შიდა სასკოლო ონლაინ კონფერენცია სამოქალაქო განათლებაში; ჭადრაკის შიდა სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი; კონკურსი „საშობაო ზღაპარი“ - მოსწავლეებმა შეთხზეს საშობაო ზღაპრები. გამოვლინდა საუკეთესო ზღაპრის ავტორი.
პროექტი „სიტყვობანა“ - პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის სიტყვათა მარაგის გამდიდრება, ერუდიციის ამაღლება, ლოგიკური აზროვნების განვითარება. ასევე, საერთო ინტერესების მქონე, პროგრესელი, თანატოლების გაცნობა-დაახლოების ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 50-მა მოსწავლემ;
პროექტი „კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში“ - „კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით, პროგრესის 20-მა მოსწავლემ გაიარა კონფლიქტების მართვის სრული კურსი. პროექტი 5 თვის მანძილზე ხორციელდებოდა;
დარგის ექსპერტების მიერ ჩატარდა 10-მდე ონლაინ საჯარო ლექცია;
გამოიცა სკოლის პირველი ორენოვანი ბეჭდური გაზეთი;
შეიქმნა ონლაინ სკოლის პლათფორმა „ქართულ-ამერიკული საერთაშორისო ონლაინ სკოლა“.
ყველა სასკოლო პროექტის საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლე დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით. როგორებიცაა: პლანშეტი, საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები, სკოლაში სწავლის დაფინანსება (500 ლარიდან 100%-იანი გრანტის ჩათვლით), წიგნები, ბრენდირებული ნივთები და ა.შ.
ბიზნეს განათლება, პროექტები და აქტივობები
მოსწავლეები ივითარებენ ბიზნეს, ფინანსურ და ეკონომიკურ აზროვნებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მუშაობის საფუძველზე. ბავშვები შეისწავლიან და თავად ქმნიან კომპანიებს, პროდუქტს ან სერვისს, კომპანიის ლოგოს, სლოგანს, ბრენდის ფერს, მუშაობენ პიარ აქტივობებზე, იძიებენ რესურსებს, ადგენენ ბიზნეს გეგმას, ქმნიან სარეკლამო რგოლებს, ამზადებენ ფლაერებსა და პოსტერებს, საგაზეთო სტატიებს, აქვთ გასაუბრებისა და მოლაპარაკებების სიმულაციები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
სწავლება მიმდინარეობს რეალური ქეისების გამოყენებით. მოსწავლეები ეცნობიან მართვის პრინციპებს, სხვადასხვა სტატუსის მქონე თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებს, ინაწილებენ როლებს და თავად მართავენ სიმულაციურ კომპანიებს.
პროექტები:
„როგორ დავძლიოთ Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი“ - ბლოგების ორინოვანი კონკურსი „პროგრესის“ სამივე ფილიალის მოსწავლეებისათვის.
პროექტი „სამუშაო“ - II კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს რა არის სამუშაო და რა ტიპის სამუშაოები არსებობს. თავად ჩაერთნენ ოჯახის საქმეებში და ეს ასახეს ვიდეოში. მომზადდა ვიდეობის კოლაჟი:
https://www.facebook.com/ProgressKutaisi/posts/4135365979837415.
„ფინანსური თაღლითობა“ - VII კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ფინანსური თაღლითობის ფორმები და მათგან თავის დაცვის გზები. შემდეგ კი მოამზადეს ვიდეო რგოლები, რათა საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ამ აქტიუალური საფრთხისგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ.
„ქალაქის დაგეგმარება“ - IV კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს შენობების ფუნქციები და შექმნეს ქალაქში არსებული სხვადასხვა შენობის მაკეტები.
ვებინარის ორგანიზება თემა - Innovative platforms for interactive distance learning;
პროგრესის იმიჯი და ბაზარზე მისი ცნობადობა - მოსწავლეებმა ჩაატარეს ბაზრის კვლევა. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და თან სკოლისთვის სასარგებლო საქმე გააკეთეს.
პიარ გეგმის შედგენა ორგანიზაციისთვის - მოსწავლეებმა თეორიული მასალა გამოიყენეს პრაქტიკულად და იმუშავეს თავიანთი სკოლის პიარ გეგმის შედგენაზე.
სტარტაპების ბიზნეს გეგმა და მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა - მოსწავლეებმა თეორიული მასალა გამოიყენეს პრაქტიკულად.
CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) - წერის შესწავლა.
პროექტი „უნდა იცნობდე“ - VI კლასის მოსწავლეებმა აწარმოეს მცირე კვლევები ცნობილი ქართველი და უცხოელი მეწარმეების შესახებ, რა სირთულეები შეხვდებათ წარმატების მიღწევის გზაზე, როგორ დაძლიეს ისინი, რა პროდუქტები შექმნეს მათ და რა სარგებელი მიიღო მათი მიღწევებით მსოფლიომ.
ბიზნეს განათლების ონლაინ სწავლების საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები მუშაობენ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებსა და მცირე ჯგუფებში, ვიდეო მასალების, ვორქშითებისა და ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. როგორებიცაა: Padlet, Mentimeter, Plickers, Zoom break out rooms, Kahoot, Quizziz, Puzzles, Socrative, gosoapbox, quizlet, proproofs.com, canva com. გამოიყენებოდა შემეცნებით-საგანმანათლებლო თამაშები: Bizkids, Bizworld, Gravity, Econ, Teachingbusiness.
გარე სასკოლო მიღწევები:
„ნამდვილი თუ მოგონილი" - ლაშა გულუაშვილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი" გამარჯვებული გახდა. კონკურში მონაწილეობდა 187 სკოლა;
ონლაინ ოლიმპიადა სამოქალაქო განათლებაში - გელა კუხიანიძე GDI-ის მიერ ორგანიზებული „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორისაა (მეორე ადგილი);
დებატების ონალინ ჩემპიონატი „იდებატე!“ - პროგრესის მოსწავლეებმა დაიკავეს პირველი და სხვა საპრიზო ადგილები;
„ჯუნიორ ეჩივმენტ - საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონკურსი სამეწარმეო განათლებაში - სკოლამ მოამზადა 4 სამეწარმეო პროექტი. ორი მათგანი გახდა ფინალისტი. ერთ-ერთმა, ქვეყნის მასშტაბით, მესამე ადგილი დაიკავა და ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულიც გახდა;
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი ლეონარდო და ვინჩი - სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა დაიკავეს საპრიზო ადგილები;
პროექტი „მე და კოსტიტუცია“ - სკოლა „პროგრესის“ გუნდი გახდა რეგიონის გამარჯვებული და ემზადება ფინალში ასპარეზობისათვის;
კონკურსი სამეწარმეო და STEM განათლებაში „ინოვაციების ბანაკი 2020“ - სკოლა „პროგრესი“, საქართველოს მასშტაბით, 12 საუკეთესოს შორის მოხვდა. ხოლო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა;
ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების ნაკრები გუნდები გახდენ ინგლისურენოვანი ინტელექტუალური ჩემპიონატის „ქვიდიჩის“ რეგიონალური გამარჯვებულები. ხოლო ფინალურ ტურში დაიკავებს მეორე და მეოთხე ადგილები.
სკოლის სამივე ფილიალის მოსწავლეებით დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები გუნდი ევროპის STEM ჰაკათონისათვის.
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება:
ვაგრძელებთ ზრუნვას თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. „პროგრესის“ სამივე ფილიალის ყველა მასწავლებელი გადამზადდა სწავლების PBL (Project/Problem-Based Learning) მეთოდოლოგიაში. მისი გამოყენებით სასწავლო პროცესი უფრო მეტად ხდება მოსწავლეზე ორიენტირებული. PBL ხელს უწყობს მოსწავლეებში ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, კვლევა-ძიების, ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.
სამივე ფილიალის პედაგოგები გადამზადდნენ კომპლექსური დავალებების შექმნასა და მოსწავლეთა შეფასებაში, სოლო ტაქსონომიის გამოყენებით. კომპლექსური დავალების შესრულებით მოსწავლე აქტიურადაა ცოდნის მიღების პროცესში ჩართული. იგი სწავლობს თუ როგორ ისწავლოს დამოუკიდებლად, ნაცნობი ფენომენის საშუალებით შეისწავლის უცნობს, თეორიულ ცოდნას უკავშირებს ყოფით ცხოვრებას, ამთლიანებს დანაწევრებულ ცოდნას და აღიქვამს კომპლექსურად.
კვალიფიკაცია აიმაღლეს „პროგრესის“ ადმინისტრაციულმა პერსონალმაც:
ტოპ მენეჯერების თვისებები და მართის მეთოდები - გადამზადდნენ სკოლის გენერალური დირექტორი და ფილიალების დირექტორები;
„პერსონალის მართვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თანამედროვე HR პოლიტიკა" -გადამზადდა საშუალო რგოლის 5 მენეჯერი;
„გუნდის მართვა“ - ტრენინგ კურსი გაიარა საშუალო რგოლის 6-მა მენეჯერმა.
სოციალური პასუხისმგებლობა და განხორციელებული აქტივობები:
პანდემიის პერიოდში, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მმართველმა რგოლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხარიხსიანი განათლება ხელმისაწვდომი გაეხადა რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის და მცირედით მაინც შეემსუბუქებინა შექმნილი ვითარებისგან გამოწვეული სტრესი. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
პროგრესული სკოლა - 18 სასწავლო კურსს უძღვებოდა 22 მასწავლებლი. 2 თვის მანძილზე 80-მდე მოსწავლემ მიიღო ცოდნა, გაიუმჯობესა უნარ-ჩვევები, გაიცნო თანატოლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი, ინგლისურ ენაზე, ქვეყნის მასშტაბით - მოსწავლეებს ჩემპიონატამდე ჩაუტარდათ მასტერკლასები სკოლა „პროგრესის“ ინგლისურენოვანი პედაგოგის არისკა ფლინის მიერ;
სწავლის გადასახადი შემცირდა 10-15%-ით.
მე, როგორც სკოლის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ მოსწავლეს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, როგორც ფიზიკურ ისე ონლაინ სასწავლო გარემოში. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ერთად გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს, ჩვენი პროგრესულობა კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელი სიძლიერით, დამოუკიდებლობით, აქტიური საზოგადოებრივი როლით, დავრჩეთ ერთ-ერთ ლიდერ საგანმანათლებლო დაწესებულებად რეგიონში.
წარმატებები ჩვენ, ყველას!“
ნინა ჩიკვაშვილი