მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რომლებიც გუდაურის სამთო სათხილამურო კლუბის წევრები არიან, თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში საპრიზო ადგილები დაიკავეს.
მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთო სათხილამურო სპორტში. ყოველთვის მონდომებით ვარჯიშობდნენ და მონაწილეობდნენ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები გამოდიოდნენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე. სკოლის სპორტულ ტრადიციებს ამჟამინდელი მოსწავლეები აგრძელებენ. თუმცა არსებულ სიტუაციაში ვერც ვარჯიშობდნენ და ვერც შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ.
მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიღებული რეგულაციების გათვალისწინებით, მიმდინარე ზამთრის სეზონში დახურული იყო ყველა სათხილამურო კურორტი, რის გამოც მოთხილამურეები ვერ ახერხებდნენ ვარჯიშს.
8 მარტს გაიხსნა და ამუშავდა გუდაურში საბაგირო გზები. სპორტსმენებმა ვარჯიში განაახლეს და 31მარტს გამართულ შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც გუდაურის სამთო სათხილამურო კლუბის წევრები არიან, თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში საპრიზო ადგილები დაიკავეს. გაგაცნობთ მათ: ლუკა ბუჩუკური, ნიკოლოზ გაგაძე, ლევან ნაზღაიძე, ილია წამალაიძე, ლუკა ბურდული. მწვრთნელი, შალვა ცირეკიძე კმაყოფილია მათი შედეგებით.
ვუსურვებთ მათ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია